ლატვია იტყობინება თავის ტერიტორიაზე პირველი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ

ლატვიაში პირველად ჩამოვარდა დრონი, რომელიც ნატოს წევრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა. ინციდენტს მოხდა შაბათს, 7 სექტემბერს, რეზეკნენის მხარეში, იტყობინება ლატვიის თავდაცვის სამინისტრო. წინასწარი მონაცემებით, საქმე რუსულ აპარატს ეხება. ლატვიელი სამხედროები და სპეცსამსახურები გამოძიებას აწარმოებენ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ აცნობეს ნატოსსარდლობას, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვართან გააძლიერეს საჰაერო თავდაცვის ძალები. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია […]
ხევსურული კოშკის აღდგენა – ევროკავშირი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კვლავ მზადაა

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტისთვის [„მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის (ახიელი, საქართველო) რეაბილიტაცია“] ევროპის უმაღლესი ჯილდოს მინიჭება თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა. პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო [European Heritage Award / Europa Nostra Award 2024] 30 მაისს მიიღო, კერძოდ – „მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების“ კატეგორიაში. კონკურსის ერთ-ერთი თანადამფინანსებელია ევროკავშირის პროგრამა -„შემოქმედებითი […]
ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“ – იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს

ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ახალი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში. „ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური […]
სამოქალაქო ორგანიზაციებმა სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” წარადგინეს

30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს. სამოქალაქო ორგანიზაციებმა დედა ენის ბაღში სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” წარადგინეს. “ჩემი ხმა” – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემო მესამე სექტორთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაერთიანდეს. მოხალისეობრივი მოძრაობა არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დააკვირდება, არამედ საზღვარგარეთაც. როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, […]
ირაკლი კობახიძე – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების მკვლელობასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ […]
ბიძინა ივანიშვილი – ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა მმართველი გუნდის მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და სხვადასხვა მიღწევაზე, ასევე აღნიშნა, რომ ამ […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრებმა მრავალეროვნულმა მოსახლეობამ ზუსტად იცის, რომ მათ სამშობლოს, საქართველოს ღირსებას ვერავინ წაართმევს. მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ რა ტყუილიც არ უნდა თქვას, არჩევანი მარტივია, შესაბამისად, მოსახლეობამ ეროვნულსა და აგენტურულს, კეთილსა და ბოროტს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. „აქ […]
პრემიერი – როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში

ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოება. „ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. […]
მამუკა მდინარაძე – არ არსებობს სფერო, სადაც ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს – ასეთი შედეგებია მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ

უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე – ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ახალციხეში, საარჩევნო რეგიონულ […]
პრემიერი – კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი – გვჭირდება პრინციპული მიდგომა პარტნიორების მხრიდან, თუმცა ასეთი მიდგომა არ ვლინდება

კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ისეთი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს – ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი „საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, […]