ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტის გამოხატვისთვის მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს. 28 მაისს კანონის მხარდაჭერის გამო სამხარაძემ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მონა უწოდა, რის შემდეგადაც ჯაფარიძემ მას ფორთოხლები ესროლა. “სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი და ვიცოდი, რომ აუცილებლად დამსჯიდა სახელმწიფო. ის ფაქტი, რომ თითქოს მე ასე უაზროდ […]
ვაშაძე: როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო?

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სურს, ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნოს. ასე ეხმაურება ის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში. ვაშაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6949 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6949 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9925 ლარს შეადგენდა. […]
ლევან დავითაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრდი განვითარებს სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ გვქონდა მაღალი მოსწრების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გასაუბრებები, ისინი დაიწყებენ და შეიძენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო სექტორში მუშაობის […]
ამერიკული ქველმოქმედება, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტს ითვლის

წელს საქველმოქმედო ორგანიზაციას „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 30 წელი შეუსრულდა. ის 1994 წელს, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააფუძნეს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, სულ რამდენიმე წელში. მას შემდეგ, ორგანიზაცია თანდათან გაიზარდა, მისი საქმიანობის არეალიც გაფართოვდა და დღეს „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ აქტივზე 120-მდე წარმატებით განხორციელებული, მიმდინარე თუ დასრულებული პროექტია, 16 000-ზე მეტი მოწყვლადი ჯგუფის […]
გაეროს წარმომადგენელი: ღაზაში ომის შეწყვეტა “გადაუდებელი აუცილებლობაა”

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულება და “სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილება აბსოლუტური და გადაუდებელი პრიორიტეტია“. ”ჩვენ ვიცით, რომ ომები მომავალ თაობებზეც გადადის, რაც ხელს უწყობს სიძულვილის განმეორებით ციკლებს, თუ მათ მიზეზებს ყურადღების მიღმა დავტოვებთ. სამწუხაროდ, ღაზის ომი ამის მთავარი მაგალითია”, – თქვა ტურკმა ჟენევაში გამართულ ადამიანის […]
პაატა მანჯგალაძე – თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, – ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ინიციატივას, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ მათი კოალიციიდან არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, თავისთავად ცხადია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ამ საკითხში მათი […]
ლიბანიდან ისრაელისკენ 15 რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ 15 რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტები ღია ადგილებში მოხვდა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.
გორის მერია – მიმდინარე წელს გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 3 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

მიმდინარე წელს გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 3 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. გორის მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 510 000 ლარი გამოიყო. “მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით. […]