სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თატრში საერთაშორისო თატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ იწყება

25-დან 29 სექტემბრის ჩათვლით, „სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ იწყება. ფესტივალი კამერული და მონოსპექტაკლების სერიას მოიცავს, რომელიც კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სერგო ფარაჯანოვის ბოლო კინოსცენარი “აღსარება მე – სერგო ფარაჯანოვი“ ახმეტელის თეატრში, პირველად, გასულ წელს რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. ფესტივალზე 12 ქვეყნის თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას. […]
გურამ გიორბელიძე “ერზრუმსპორში” გადავიდა

28 წლის მცველი გურამ გიორბელიძე “ერზრუმსპორის” ფეხბურთელი გახდა. ქართველი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორბელიძე ბოლოს სერბეთის “ვოივოდინაში” თამაშობდა. გურამს საქართველოს ნაკრებში 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. “ერზრუმსპორი” 4 ტურის შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და 15 სექტემბერს სტუმრად “გენჩლერბირლიგის” შეხვდება.
8 სექტემბრის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა

8 სექტემბრის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ლაშა თვაურთან და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით […]
საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 99.98%-ზე მეტი სრულად აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნებისმიერი ენჯეო კი, რომელიც უცხოეთიდან თუნდაც მცირე დაფინანსებას იღებს, FARA-ს რეესტრში რეგისტრირდება და უცხოური აგენტის სახელს ატარებს. ზაალ მიქელაძის თქმით, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ს ენჯეოების […]
ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, სადაც თურქეთის ადგილი აღარაა, რადგან მას სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში

მსოფლიოში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არსებულ დაპირისპირების წყაროებსა და მიზეზებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ამით ის ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტის განაცხადს ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების შესახებ. ამით, როგორც ქართველიშვილი წერს, ერდოღანი ცდილობს გაზარდოს მსოფლიოში თავისი გლობალური გავლენა და ახალი კავშირების დაამყაროს დასავლელი მოკავშირეების მიღმა. „დასავლური პოლიტიკის თვალსაზრისით, „კოლექტიურ დასავლეთსა“ და „გლობალურ სამხრეთს“ შორის მზარდ გეოპოლიტიკურ […]
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ერევანში ჩავიდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ვასილის მარაგოსი წერს. „მოხარული ვარ, მივესალმო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგარიტის სხინას სომხეთის პრეზიდენტ ვააგან ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოაინთან მოლაპარაკებებისთვის სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორების გაძლიერებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის […]
შევამცირეთ 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.0%-მდე წინა 2.5%-დან – Galt&Taggart

2024 წლის იანვარ-აგვისტოში მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, რაც დიდწილად სტაბილურმა ლარის კურსმა განაპირობა, შევამცირეთ 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.0%-მდე წინა 2.5%-დან, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. 2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1.0%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 1.8%-იანი ინფლაციის შემდეგ. ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის 1.1%-მდე შენელებამ (+1.9% წ/წ წინა თვეში) და […]
სამინისტრო: ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა

ლაშა ბაქრაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქრაძის მიმართ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც მისსავე განცხადებას ეხებოდა. 3 სექტემბერს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე თქვა: “ჩვენ გვერდით დგანან თინა, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს […]
ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, ბაქრაძის მიმართ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე ბაქრაძის […]
სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. „აწარმოე საქართველოში” ცნობით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს. მათივე ცნობით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა სააგენტოს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტიის და პროცენტის თანადაფინანსების […]