10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რთველი სხვადასხვა აქტივობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, კახეთის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ […]

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს. რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის […]

„7 თვის მონაცემებით, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე უკვე 203 000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა“ – როგორი იყო აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი?

აჭარის რეგიონმა დატვირთული და აქტიური საზაფხულო ტურისტული სეზონი დაასრულა, თუმცა საზღვაო სეზონი გრძელდება. რეგიონს სექტემბერშიც უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და პლაჟებზე ხალხმრავლობაა. ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგიონში 2 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა. ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაზრდილია საერთაშორისო ფრენების რაოდენობა და მგზავრთა ნაკადები, 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ ამ მიმართულებით 31 % შეადგინა. აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული […]

აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე – 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში კი, მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთის […]

ევროკავშირისა და GITA-ს საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველო. 10 სექტემბერი, 2024 წელი – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “Do IT with the EU” ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, საქართველოში კვალიფიციური IT კადრების გადამზადება და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას გლობალურ ციფრულ ბაზარზე. პროგრამა ღიაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. იგი მოიცავს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტროენერგია?

თბილისში, დღეს – 10 სექტემბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს, სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III, IV კვარტალების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), […]

რობინ დანიგანი – ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით – ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, მათ დასახმარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ის დახმარება მიდის „ქართველებთან ქართველების დასახმარებლად“. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „და მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით. იმის შესახებ, თუ რას […]

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენა დღეს, 20:00 საათზე, პარტიის ცენტრალური ოფისში გაიმართება.

უკრაინელებმა 13 ოლქში რუსების 38 დრონი ჩამოაგდეს, ერთი დრონი რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა

რუსული ძალები წუხელ უკრაინას 2 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 46 დრონით დაესხნენ თავს. უკრაინელებმა მტრის 38 დრონი ჩამოაგდეს, 3 – დაიკარგა, 2 ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით და ერთი – რუსეთისკენ გაბრუნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან დარტყმა „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს, შავი ზღვის საჰაერო […]

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი − ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ […]