სანდრო რაქვიაშვილი – ეჭვი არ მეპარება, რომ კეზერაშვილი და „ქოცები“ შეთანხმებულად ძარცვავდნენ პენსიონერებს

ეჭვი არ მეპარება, რომ კეზერაშვილი და „ქოცები“ შეთანხმებულად ძარცვავდნენ პენსიონერებს, მაგრამ მგონი, შალვა პაპუაშვილს შეთქმულების თეორია აქვს – მთელი ევროპა გაერთიანდა კეზერაშვილის სიყვარულში და „ნაცებს“ რომ აფინანსებს ამის გამო რაღაცას აკეთებს?! უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას […]
მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში, რასაც მე გამოვრიცხავ, საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც

ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის […]
ხატია დეკანოიძე – 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას

26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14-მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც უპირველესად, მოხმარდება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას – საქართველო იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა კითხვას, აშშ-ის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვხედავთ კონკრეტულ […]
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის […]
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ […]
კრისტალის სათავო ოფისი ქუთაისში მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა. ქუთაისში მდებარე სათავო ოფისი უკვე აღიჭურვა განახლებადი ენერგიის მისაღებად საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ ინიციატივით კომპანიამ კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიული პრიორიტეტის — ეკომეგობრულობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიმართულებით და, ამავდროულად, შექმნა გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული, პოზიტიური მაგალითი. მზის ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა მწვანე […]
უნგრულმა კომპანია MOL-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შესახებ

უნგრულმა კომპანიამ MOL Group-მა ნედლი ნავთობის მომწოდებლებთან და მილსადენების ოპერატორებთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და ბელარუსის გავლით, ნავთობსადენ “დრუჟბის” საშუალებით, უნგრეთსა და სლოვაკეთში ნედლი ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, კომპანიის შესაბამისი განცხადება ბუდაპეშტის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მილსადენ “დრუჟბის” ჩრდილოეთი განშტოება ბელარუსის გავლით, პოლონეთსა და გერმანიას უკავშირდება. ევროკავშირის სანქციების თანახმად, რუსული […]
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მან იაშარ გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო […]
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრას […]
შალვა პაპუაშვილი – თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას

დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ წერს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებამ ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან […]