კახა კალაძე – უკრაინელი მეგობრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება სარეცხ მანქანას უკავშირდება – ყველა შოკირებული იყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას უკრაინელი მეგობრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება სარეცხ მანქანას უკავშირდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხით ყველა შოკირებული იყო. „მეც მაქვს აღნიშნული ინფორმაცია სარეცხ მანქანასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოდან არ გამიგია, უკრაინიდან, ჩემი მეგობრებიდან გავიგე. ყველა შოკირებული იყო. თემა რა იყო, უბრალოდ რომ […]

კოალიცია ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ საგარეჯოში მათი წევრი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ვუსალ კაიუბოვი დააკავეს. კაიუბოვი პარტია ლელოს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სახლიდან ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ ეჭვი ეპარებათ შსს-ს ბრალდებაში და საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულს იარაღთან შეხება არ ჰქონია. კოალიციაში გეიბოვის დაკავებას […]

ბოკუჩავა Newsweek-თან: ამ არჩევნებით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება შეგვიძლია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ლონდონში ვიზიტის დროს ამერიკულ ჟურნალთან, Newsweek-თან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციას, ფაქტობრივად, ქართული დემოკრატიის, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების არსებობის უფლების გადარჩენა ევალება. “ჩვენ გვაქვს არჩევნები, რომლითაც შეგვიძლია საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე დავაბრუნოთ და მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა არჩევნებამდე გზა რთულია”, – […]

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროკომისრების პოსტებზე კანდიდატების დანიშვნა მომავალ კვირამდე გადადო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრის 25 თანამდებობაზე კანდიდატების დანიშვნა გადადო – ამის შესახებ Politico სამშაბათს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. თავდაპირველად ფონ დერ ლაიენი ოთხშაბათს დილით გეგმავდა შეხვედრის გამართვას ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის ლიდერებთან, შემდეგ კი ევროკომისიის შემადგენლობის გამოცხადებას. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა მომავალ კვირამდე გადაიდო, ამიტომ კანდიდატების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. interfax

ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში „ტექნოლოგიური ჰაბის“ წარდგენის ღონისძიებისთვის ₾496 000 დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა, 2024 წლის 11 ოქტომბერს, ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვიდან ირკვევა. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 11 ოქტომბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე ფურშეტი 20,000 ლარი, ვიდეო პროექტორებით განათებები 20,000 ლარი, ლედ ეკრანით პრეზენტაციაზე 55,000 ლარი, განათების აპარატურა 78,000 […]

„ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი“ – კახა კალაძე

„ნებისმიერ კომპანიას, მათ შორის, რუსულსაც, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში და აწარმოოს ბიზნესი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რუსული ბიზნესკომპანიების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ეს მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ. საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. […]

კალაძე ყაზბეგის გამზირზე: მშენებლობა კანონიერია, მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს

თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ყაზბეგის N32-ში მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან მოსახლეობის პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ მერია ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებლებს ალტერნატივას სთავაზობს – კორპუსის გამაგრებას ან სრულ დემონტაჟს და ახალი საცხოვრებლის აშენებას. “მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ […]

მზად ვართ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის – ველოდებით, რომ აშშ-ისგან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

„სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაურია. „სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური […]

ცესკოს პრესსპიკერი – სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას პროცესის დისკრედიტაციის გზა არჩია და სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების არჩევის გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებული პროცესი საარჩევნო გარემოს აზიანებს. როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე და საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს […]

რიგით მე-13 „თბილისი მარათონი“ სტარტს 22 სექტემბერს აიღებს

ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები – რიგით მე-13 „თბილისიმარათონის“ მონაწილეები ახალი სტარტით ძველი მარშრუტის დასაძლევად ემზადებიან. ღონისძიება, რომელიც საქველმოქმედო მიზანს, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ტრადიციულად, თბილისის ცენტრალურ უბნებში გაიმართება. განსხვავებული ეროვნების, ასაკის და შესაძლებლობების ადამიანებს სოციალური პასუხისმგებლობის განცდა ამჯერად 22 სექტემბერს გააერთიანებს. ორგანიზატორები მათთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნიან. – […]