ნინო ლომჯარია – „ქართული ოცნების“ სიაში ყველაზე მეტად ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა – ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის საგარეო კურსის ბედი, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გამიკვირდა , – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პალიტრანიუსის გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ლომჯარიას განმარტებით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ხშირად აღნიშნავდა, რომ თითქოს ის პოლიტიკის მიღმა იყო, ახლა კი ოფიციალურად საარჩევნო კანდიდატი გახდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ყველაზე […]
მამუკა მდინარაძე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი – იყო ფსონიც და გათვლაც ღირსეულ ადამიანებზე, სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება აქცენტირება

2012 წლის შემდეგ ჩვენს გუნდში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ეს ნიშნავს ხაზგასმას ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე , – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012 წლის არჩევნები. […]
,,როდესაც ხალხის სიყვარულს ქოცურ პრივილეგიებში გაცვლი, შენი მოპოვებული მედლების ფასი 41 ვერცხლია“ – გიორგი გუგავა

,,ქართული ოცნების” სიის პირველი ოცეულის დასახელებას, სადაც ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან, ეხმაურება ლეიბორისტი გიორგი გუგავა: ,,როდესაც ხალხის სიყვარულს ქოცურ პრივილეგიებში გაცვლი, შენი მოპოვებული მედლების ფასი 41 ვერცხლია.”
ალეკო ელისაშვილი – გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია სიაში, მაგრამ მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და მათთვისაც მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხალხის სიყვარული

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა. ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო […]
“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; […]
“მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს”– ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Figaro-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა მეორე ვადაზე იყაროს კენჭი. “მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, მომლაპარაკებელი ვიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – თქვა პრეზიდენტმა.
პარლამენტში წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა

პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, წარმატებული დიასპორელებისა და დიასპორელ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს” წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართა. „თუ გარკვეულწილად მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა, დიასპორასთან ურთიერთობა იყო. ამ მოწვევის პარლამენტში, […]
სიღნაღის 10-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე ₾16 მილიონამდე დაიხარჯება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10.7-კილომეტრინი გზის რეაბილიტაციაზე 15.8 მილიონი ლარი დაიხარჯება – ამის შესახებ ცნობილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება. განაცხადის თანახმად, გზის არსებული მონაკვეთი თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება და აუცილებელია მისი რეაბილიტაცია მოხდეს. ახალი გზის პროექტი მომზადებულია საინჟინრო ინსტიტუტ ი.გ.ჰ-ის მიერ და ის 80 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილებაზე იქნება გათვლილი. “პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ […]
„ჯორჯიან ეარვეისმა“ ზაფხულში, წინა წელთან შედარებით, 50%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2024 წლის ივნისი-აგვისტოში 161 299 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია. 2023 წლის ზაფხულის თვეებში ავიაკომპანიამ 107,502 მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის ზაფხულის თვეებში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 […]
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა – ვინ იქნება სიაში

დღეს, 10 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცი წევრი წარადგინა. სიის პირველი ოცეული პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა, იქამდე კი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქები განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენულობა სწორედ მისი დამსახურებაა. სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: · ბიძინა ივანიშვილი · ირაკლი კობახიძე · ირაკლი […]