სანქცირებული რუსული ობიექტიდან აზიაში ბუნებრივი აირი გაიგზავნა

თხევადი ბუნებრივი აირის რუსული სანქცირებული საექსპორტო ობიექტიდან აზიაში ტვირთი პირველად გაიგზავნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის შეფასებით, მოსკოვი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემცირებასა და ახალი მომხმარებლების მოძიებას განაგრძობს. Everest Energy-მ თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე Arctic LNG 2-ის ობიექტისგან მიიღო და ამჟამად ტვირთი ჩრდილოეთით, საზღვაო მარშრუტით მიემგზავრება. გემი, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირება ხდება, 2003 […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თევზის ფესტივალი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ. ფესტივალზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კულინარიული და სპინინგით თევზჭერის მასტერკლასები. სტუმრების განწყობაზე ,, OCEAN DRIVEM” და DJ DATOKIMO-მ იზრუნეს.

“ამ სიაში ყველაზე უცნაური ესაა” – ხუხაშვილი “ოცნების” სიაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების სიის პირველ ოცეულს ეხმაურება და წერს: “ამ სიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ “ბიძინა ივანიშვილი” იგივე შრიფტით წერია, როგორც სხვების სახელ-გვარები.”

საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები “ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს უპირისპირდება. მატჩი ტირანაში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი […]

მამუკა მდინარაძე – ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით, უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი

ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის […]

ირაკლი კობახიძე – რომ არა ბიძინა ივანიშვილის გროსმეისტერული უნარი, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა და დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა

რომ არა ბიძინა ივანიშვილის გროსმეისტერული უნარი, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა და დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი […]

Volkswagen-ი გერმანიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროგრამას ასრულებს

ფოლკსვაგენმა ოფიციალურად შეატყობინა პროფკავშირ IG Metall–ს, რომელიც წარმოადგენს მისი გერმანელი მუშაკების უმეტესობის ინტერესებს, რომ რიგი შრომითი ხელშეკრულებები, მათ შორის სამუშაო ადგილების 2029 წლამდე შენარჩუნების პროგრამა, შეწყდება მიმდინარე წლის ბოლოს – წერს Financial Times–ი. ამრიგად, ავტომწარმოებელი თანამშრომლების გათავისუფლებას მომავალი წლის ივნისიდან შეძლებს. კომპანიის ხელშეკრულებები IG Metall-თან და მის სამუშაო საბჭოსთან დაახლოებით 30 წელი მოქმედებდა. Financial Times–ი […]

სალომე სამადაშვილი – თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სრულიად გაკოტრებულია მმართველი ძალა, საარჩევნო სიას უნდა ჩამოუყვეს

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სრულიად გაკოტრებულია მმართველი ძალა, ამ სიას უნდა ჩამოუყვეს სახელებით და ნახოს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საერთოდ არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს არც სიახლის და არც განახლების, არც საზოგადოებისთვის რამის შეთავაზების , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო სიის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ – იმდენად მკაცრად, როგორც საჭიროა

ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 10 სექტემბერს დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების მოსმენისას მათ მოსკოვის შემდგომი გეგმები და მათზე უკრაინის პასუხები განიხილეს. “[მოვისმინე] დაზვერვის ანგარიშები – დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის – დაწვრილებით უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე […]

ლევან მახაშვილი – მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე

მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-17 ნომერმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ საქმიანობაში, სხვადასხვა ფორმით, მრავალი წელია ჩართულია. “მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. […]