ანა ნაცვლიშვილმა ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? – “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება დისკუსიების ციკლის – „საქართველო ფოკუსში” – ფარგლებში გაიმართა, სადაც იმსჯელეს საქართველოსთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე, ევროპასა და მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. […]
ბარაქ ობამა ტრამპი-ჰარისის დებატებზე – დავინახეთ, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს

ჩვენ უშუალო თვითმხილველები გავხდით, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებს. „კამალა ჰარისი ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება“, – წერს ბარაქ ობამა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, კამალა ჰარისსა […]
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი – 29 (11.09) აგვისტო – მარხვა. გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო (ლკ. 3, 19-20). ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, უხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვვარტლების (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, მელიტონ ქანთარიას, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე კაპანელის, ქვემო აჟარის, უჩა ჯაფარიძის […]
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “თბილისი მოლს”?

თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრის “თბილისი მოლის” მფლობელმა “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტმა” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სავაჭრო ცენტრის შემოსავლები 12%-ით, 28.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. “თბილისი მოლის” ფართობი 206,783 კვადრატული მეტრია, საიდანაც საიჯარო ფართზე 59,434 კვადრატული მეტრი მოდის. აღნიშნული ფართობიდან 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას 50,075 კვადრატული მეტრის ფართობი ჰქონდა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 07:00-დან 07:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, გალავანი, ზაქარო, თეზამი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ აბონენტებს სოფელ გლდანში მებაღიშვილის, ხერგიანის, […]
ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს – პირველი დებატები დასრულებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პირველი ტელედებატები გამართეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა. ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ორგანიზებული დებატები ფილადელფიაში, ადგილობრივი დროით 10 სექტემბრის საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობდა. ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სიცრუეში. დებატების პირველი ნაწილი ეკონომიკას ეხებოდა. […]
კამალა ჰარისი – დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა. „გასაგებია, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ […]
ისტორიული დებატები კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის – მთავარი საკითხები და დებატების შეჯამება

ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, პირველი და დიდი ალბათობით, ბოლო საპრეზიდენტო დებატები შედგა. ეს არ არის ამერიკის ისტორიაში პირველი დებატები, როდესაც მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობს, თუმცა ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობას ქალი ვიცე-პრეზიდენტი იღებს. ეს 2024 წლის საპრეზიდენტო […]
დონალდ ტრამპი კითხვაზე, სურს თუ არა, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს – მე მსურს, ომი შეწყდეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია. „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსთან სატელევიზიო დებატების დროს მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, როგორ დაასრულებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: „მინდა, რომ ომი შეწყდეს, მინდა გადარჩნენ […]