ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი დაამატა, – ინფორმაციას რუსული მედია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული გემები, „ჩართულები არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია“ და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული წარმოშობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.

მართლმადიდებლები წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავენ

მართლმადიდებლური სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს 11 სექტემბერს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი დაატყვევა. წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით სთხოვა. საქართველოში […]

ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN […]

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

პოლონეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა 6 მედალი – ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დიდებს შორის +115 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ჯელაძე გახდა. აბსოლუტურ წონაში კი ბრინჯაოს მედალი ბადრი ხატისკაცმა მოიპოვა. დიდებს შორის გუნდურ დაპირისპირებაში ლაშა ჯელაძემ, ბადრი ხატისკაცმა, ზურა წიქორაძემ და საბა გამთენაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 18 წლამდე სუმოისტებს შორის […]

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩადიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს კიევს ეწვევიან, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის […]

სოფო ჯაფარიძე და ირაკლი ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე და თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა განწყობა ამაღლებული და ოპტიმისტურია. „დიდუბეში განწყობა საოცრად ამაღლებულია. ეს ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში. დიახ, აღარასოდეს იქნება სიღატაკე იზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის […]

თბილისის ქუჩები, სადაც 11 სექტემბერს შუქი გაითიშება – ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვვარტლების (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, მელიტონ ქანთარიას, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე […]

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი „ბალანსი“ დღის სიტყვაა. დღეს, ყოველ ქმედებასა და ფრაზას ანგარიში უნდა გაუწიოთ. იმისთვის, რომ გაუმკლავდე ყველაფერს, მუშაობის ყოველი საათის შემდეგ ხუთი წუთი უნდა დაისვენოთ. ყველაფერი შავ-თეთრად არ უნდა დაინახოთ, არის სხვა ფერებიც. ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა სახიფათოა,ამან შეიძლება ჩამოგაშოროთ სასარგებლო ადამიანები და პერსპექტიული პროექტები. კურო დღეს, საუბრები აუცილებელია – მათ შეუძლიათ, გააუმჯობესონ როგორც თქვენი კარიერა, ასევე […]

“ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი… ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შევძელი, ნაკრებს იმით დავეხმარე” – ხვიჩა კვარაცხელია

კოჭი გადამიბრუნდა, მტკიოდა და ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი რაც მინდოდა – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მოგების შემდეგ ისაუბრა. “ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი, რაც მინდოდა. ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მაგრამ მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა და ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შევძელი, იმით დავეხმარე. დანარჩენს ალბათ დრო გვანახებს […]

დონალდ ტრამპი კითხვაზე, სურს თუ არა, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს – მე მსურს, ომი შეწყდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მილიონობით ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მან საპრეზიდენტო ტელედებატების დროს განაცხადა. დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ის უკრაინაში ომის დასრულებას და სურს თუ არა მას, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. „მე მინდა, რომ ომი შეწყდეს. მინდა, გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე. მილიონობით ადამიანი უსარგებლოდ იღუპება. ეს არის ბერვად უარესი, ვიდრე ის […]