კახა კალაძემ ეროვნულ ნაკრებს ალბანეთთან გამარჯვება მიულოცა

მე არ გავყოფ ფეხბურთელებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფეხბურთელებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის. […]
გია ჯაფარიძე – ოთხი თვის წინ იყო ჩემზე თავდასხმა, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გია ჯაფარიძის განცხადებით, მასზე ოთხი თვის წინ მომხდარი თავდასხმა ისევ გამოუძიებელია. გია ჯაფარიძემ და მისმა ადვოკატმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შერჩევითი ამნისტიის განხორციელება გადაწყვიტა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ. “დაახლოებით, ოთხი თვის წინ ჩემზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი […]
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით 398 ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ, როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 […]
ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიის ნაწილი ცნობილია. მმართველმა გუნდმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე დღეს პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. სიის შემადგენლობა ასეთია: 1. ბიძინა ივანიშვილი 2. ირაკლი კობახიძე 3. ირაკლი ღარიბაშვილი 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე 6. თეა წულუკიანი
კორძაიას თქმით, ComCom-მა ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო შეამცირა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, დღეს 12:00 საათზე კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის შემცირებაზე მათ საჩივარს განიხილავს. კორძაიას თქმით, ტელემაუწყებლების მიერ გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იყო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, 6 სექტემბერს, იძულებული გახდნენ, შეემცირებინათ სარეკლამო წამები და ხელახლა წარედგინათ ტელევიზიებისათვის. ის აცხადებს, […]
დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის პირველი დებატები შედგა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა პირველი დებატები გამართეს. ABC News-ის ეთერში მათი პირველი შეხვედრა შედგა. დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ორივე კანდიდატმა ერთმანეთს “მატყუარა” უწოდა. დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვაც ეკონომიკას მიეძღვნა. ჰარისმა განაცხადა, რომ “შესაძლებლობების ეკონომიკის” შექმნა სურს. ამავე დროს, კი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა […]
საქართველო უკეთესი გუნდია, ეს წაგება კანონზომიერი იყო – ალბანეთის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი

ალბანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ერვინ ფაკაი მიიჩნევს, რომ ტირანაში გამართულ ერთა ლიგის მატჩში საქართველოსთან ალბანეთის მარცხი (0:1) დამსახურებული იყო. „მოიგო გუნდმა, რომელმაც უფრო გამართულად ითამაშა. პირველი წუთიდან ბოლომდე საქართველო ყველა ასპექტში უკეთესი იყო. ჩვენს ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ და განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სამი დღის წინ. ასე რომ, ეს შედეი კანონზომიერი იყო. განსაკუთრებით ფიზიკურად გაგვიჭირდა, ვერცერთ […]
ირაკლი ქარსელაძე – დუშეთის ისტორიული უბნის განახლების პროექტი ქალაქის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის

დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 38 შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 33 შენობაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილი 5 შენობაც წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დუშეთში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა გაწეული“, როგორც არქიტექტორების, რესტავრატორების, მშენებლების […]
აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წამახალისებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო

აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას ისახავს, რომ ტურისტული ბიზნესი განავითარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა, მასპინძელი […]
დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი, კუნძულ ტექსელის სკვერი და სიკო დოლიძის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები მძიმე მდგომარეობაში იყო და სრულ განახლებას საჭიროებდა. „პროექტის ფარგლებში, მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო […]