ირანი აცხადებს, რომ “პროპორციულ” პასუხს გასცემს სანქციების დაწესებას

ირანი აცხადებს, რომ “სიმეტრიული და პროპორციული” პასუხით გამოვა – მას მერე, რაც ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გააუქმეს თეირანთან საჰაერო მომსახურების შეთანხმებები და განაცხადეს, რომ სანქციებს დაუწესებენ მის ავიაკომპანიას, Iran Air-ს. ევროპული სამეული, რომელიც E3-ის სახელითაა ცნობილი, 10 სექტემბერს ერთობლივ განცხადებაში ამბობდა, ამ ზომებს იღებენ იმ ცნობების დადასტურების შემდეგ, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. პარალელურად, […]

რატი ბრეგაძე – რადიკალურ ოპოზიციას მორალი არ გააჩნია, შეუძლიათ გმირები აქციონ ანტიგმირებად, თუმცა ეს ნომერი არ გაუვათ – დარწმუნებული ვარ, ტალახაძე და პეტრიაშვილი მოწინააღმდეგეებს პოლიტიკაშიც ღირსეულად დაამარცხებენ

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არიან მებრძოლები, მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგეებს ისევე ღირსეულად დაამარცხებენ, როგორც ამას სხვადასხვა სპორტულ მოედნებზე ახერხებდნენ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ყველა დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული […]

ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერი უკრაინაში ჩავიდნენ

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრებენ. ევიკა სილინას თქმით კი, ლატვია უკრაინელი ხალხის გვერდით გამარჯვებამდე იქნება და ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ […]

რომან გოცირიძე – არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს

არსებობს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში შეიძლება მართლა შემოვიდეს, რათა “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში, იმუნიტეტი ჰქონდეს, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას. თუმცა, თავად გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის პარლამენტში შემოსვლა წარმოუდგენელია და სიაში მისი პირველ ნომრად ყოფნა “ფიქტიურია”. “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის […]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს – ევროპულ ოჯახში გაერთიანებას

ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს – ევროპულ ოჯახში გაერთიანებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ის პროექტები წარმოადგინა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. „კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. დღეს ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს […]

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

უკრაინა იუწყება, რომ ღამით ჩამოაგდო რუსეთის 20 დრონი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 11 სექტემბერს, გამთენიისას გადაიტაცეს რუსეთის მხრიდან გაშვებული Shahed-ის ტიპის 20 დრონი – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინის განცხადებით, რუსეთმა ღამით იერიშები განახორციელა Shahed-ის ტიპის 25 დრონით, Iskander-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, S-300-ის ტიპის ორი რაკეტით და Kh-31p -ის ტიპის რადარის საწინააღმდეგო ექვსი რაკეტით. რუსეთის თავდასხმათა სამიზნეები იყო კიევის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და […]

დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 162 წელი შესრულდა

თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში, ზუსტად 162 წლის წინ, 1862 წლის 11 სექტემბერს(29 აგვისტო) მწერალი დავით კლდიაშვილი დაიბადა. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფელ ხომულში გაატარა. დედამისი კესარია ღოღობერიძე იყო ხომულელი შეძლებული აზნაურის, ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი, მამა სამსონ კლდიაშვილი – აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო. 7 […]

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? – რას გვაძლევს “ერთა ლიგა”, ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე…

საქართველოს ნაკრებმა “ერთა ლიგის” B დივიზიონი წარმატებით, ორი გამარჯვებით დაიწყო. რადგანაც ეს ტურნირი ჯერ მაინც ახალია (უკვე ორი დივიზიონით კი დავწინაურდით), წინა გათამაშებებში ჯგუფში გამარჯვებამ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაგვიყვანა, გულშემატკივართა რაოდენობა კი გაზრდილია, ძალიან დიდი ინტერესია, მუნდიალზე გასვლას როგორ შევძლებთ (შეკითხვებიც შემოვიდა). პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ეს ევროპირველობისთვის იყო. […]

“დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს” – მოსაზრება Financial Times-ში

“დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს” – ამ სათაურით Financial Times-ზე მოსაზრებას აქვეყნებს, რომლის ავტორიც, ტიმ ჯუდა საარჩევნო პერიოდს ეხება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს. “საქართველო უკონტროლო დინებაშია. რადგანაც ქვეყანა დღეებს ითვლის არჩევნებამდე, ქართული ოცნების ბევრი მოწინააღმდეგე, მიიჩნევს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლებაში დარჩეს. რუსი ლიდერები უკვე ხედავენ არჩევნების ძალადობრივ გადაწყვეტას. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მრავალწლიანი ინტეგრაციის […]