გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე

გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა, მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად ნულია ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ, აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს. აბსოლუტური ნულია, რომ არა გარედან რაღაც დახმარებები, […]

გამორიცხულია, ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს, ან სხვა თანამდებობა დაიკავოს – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ საარჩევნო სიაში საპატიო თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერა ერთადერთ მიზეზს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ემსახურება. აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი […]

“ქოჩორაშვილის გოლი ძალიან ძვირად ფასობს – საკუთარ თავზე აიღო თამაში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია: ქოჩორაშვილის გოლი მხოლოდ სილამაზით არ იყო გამორჩეული. არც მხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა კუთხითაც. მგონი სწორად დავთვალე და ალბანეთამდე ამ და წინა ციკლში, ჯამში 19 ოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 33 გოლი გაიტანა, აქედან 30 საჯარიმო მოედნიდან, 3 – საჯარიმოს გარედან (ამ სამიდან 2 ძალიან ახლოს იყო საჯარიმოს ხაზთან […]

ისტორიული დებატები შედგა- ჰარისი და ტრამპი ერთმანეთს პირველ საპრეზიდენტო დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, პირველი საპრეზიდენტო დებატები შედგა. ესაა პირველი დებატები, როდესაც საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობას ქალი ვიცე-პრეზიდენტი იღებს. რაზე ისაუბრეს კანდიდატებმა და როგორ ჩაიარა დებატებმა.

ბელგოროდის ოლქში სავარაუდო დივერსიის შედეგად რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი

ბელგოროდის რეგიონში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ინციდენტი მოხდა ნოვო ოსკოლსკის ურბანულ რაიონში. ნოვო ოსკოლსკ-ვოლოკონოვსკის გზის 697-ე კილომეტრზე რელსებიდან გადავიდა ელექტროვოზი და 11 ვაგონი 58-იდან. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. გლადკოვის თანახმად, მატარებელი რელსებიდან გადავიდა “სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში უკანონო ჩარევის გამო.” ტელეგრამის ზოგიერთმა არხმა […]

მსოფლიოში ღვინის მოხმარების კლების მიუხედავად ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

მსოფლიოში ღვინის მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იკლებს. ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით სასმელის მოხმარებამ წინა წელთან შედარებით 2,6%-ით იკლო. კლება დაფიქსირდა 2022 წელსაც. ბოლო წლებში კი მოხმარების მაჩვენებელმა ჯამში 5%-ით დაიწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ,,კომერსანტთან’’ საუბარში ღვინის მოხმარების კლების მიზეზებზე საუბრობს. ,,ღვინოში არის ალკოჰოლი, რომლის ხშირი მოხმარებაც […]

„ტურიზმისთვის პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, 2024 წელი ძალიან კარგი წელი იქნება“ – მაია ომიაძე

ტურიზმისთვის პოლიტიკური პროცესები ხელშემშლელი არ არის, პირველი 2 კვარტლის მონაცემები ამას ადასტურებს, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე შეფასებით, 2024 წელი ტურისტული კუთხით ძალიან კარგი წელი იქნება. “მთლიანობაში ტურისტული კუთხით ძალიან წარმატებული წელი იყო. წლის ბოლომდე ველოდებით შემოსავლებში გადაჭარბებას, ხოლო ტურისტების რაოდენობაში ჯერ კიდევ აღდგენის დინამიკაში ვიქნებით, თუმცა 85%-ზე […]

სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა – “ჯვაროსნები” ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგის B დივიზიონში ჩეხეთისა და ალბანეთის დამარცხების შედეგად, ფიფას რეიტინგში 16.81 კოეფიციენტი მოემატება და 70-დან 67-ე პოზიციაზე დაწინაურდება. ახალი რეიტინგი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება. “ჯვაროსნები” უკან ალბანეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და განას მოიტოვებს. შეგახსენებთ, შემდეგ მატჩს სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინასთან ჩაატარებს.

“სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგი” – მდინარაძე, ოცნების სიიდან, სპორტსმენების კრიტიკაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილის შეფასების პასუხად, ჟურნალისტებთან განაცხადა: “პოლიტიკა ეხება ყველას – სპორტსმენის საქმე არ არის, იურისტის საქმე არ არის, ექიმის საქმე არ არის, აბა ვისი საქმეა? თქვენ ახლა პოლიტიკაში ხართ, ხვალ რომ გადაწყვიტოთ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ეს არის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 2.6959 გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6959 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9755 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9752 ლარს შეადგენდა. […]