საქართველოში განასა და ბაჰამის საკონსულოები გაიხსნება

თბილისში, განასა და ბაჰამის საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ორი დღის წინ გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ცნობისთვის, განასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 4 დეკემბერს, ხოლო საქართველოსა და ბაჰამის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 13 მაისს.
რესტორნებში ელექტროსიგარეტს ეწევიან, რაც დარღვევაა – მაღრაძე

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რესტორნებში გარკვეული დარღვევები შეინიშნება. გიორგი მაღრაძის თქმით, დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები, ფაქტობრივად, გაკრული არ არის, მათ ნაწილში კი ელექტროსიგარეტს შიდა სივრცეში ეწევიან. “ბოლო პერიოდში ყურადღება საკმაოდ მოდუნებულია. ეს იმითაც გამოიხატება, რომ ნებისმიერი ობიექტი ვალდებულია შესასვლელში და შიდა სივრცეში მოწევის ამკრძალავი ნიშნები გამოკრული ჰქონდეს, რაც თითქმის ვეღარ […]
“ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება” – რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ. როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.
“როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას” – ლაშა ღლონტი

მუსიკოსი, ლაშა ღლონტი: ბევრი ვიფიქრე თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას ჩვენთან საპასუხო მატჩის დროს. მე ვფიქრობ ჩვენი მაღალი კულტურის დასტურად ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას ფეხზე წამოვდგეთ და პატივისცემა გამოვხატოთ. ამ საქციელით უფრო მიხვდებიან თუ ვისთან აქვთ საქმე. რას იტყვით? ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მისაღებია კრიტიკაც, საინტერესოა თქვენი აზრი. დიდი პატივისცემით მოვისმენ მოსაზრებებს.
არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა – პრემიერი

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. ვინმეს თუ უნდა, გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით, „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]
დუბაიში, მსოფლიოში სიდიდით მეორე ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო

დუბაიში მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი, „ბურჯ აზიზის“ სახელით ცნობილი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. ცათამბჯენის სიმაღლე 725 მეტრი იქნება. შვიდვარსკვლავიანი კომპლექსი სასტუმროს, აპარტამენტებს, პენტჰაუსებს, ღამის კლუბებს, რესტორნებს, დასასვენებელ სახლებსა და უნიკალურ ვერტიკალურ სავაჭრო ცენტრს მოიცავს. იმის მიუხედავად, რომ 830 ფუტი სიმაღლის მეზობელ ცათამბჯენ „ბურჯ ხალიფას“ შემდეგ, „ბურჯ აზიზი“ სიმაღლით მეორე შენობა იქნება, ის მთელ […]
“ვამაყობთ ჯადოქარი კიტეიშვილით” – საქართველოში ავსტრიის საელჩო

საქართველოში ავსტრიის საელჩომ ჩვენს ნაკრებს ერთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა: „ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრები-სა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას! განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ავსტრიული ეროვნული ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. წარმატებები სამომავლო […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლებს 2024 წელს 102 ოქროს მედალოსანი ჰყავს, რომელთაგან 14-მა 100%-იანი, ხოლო 11-მა 70%-იანი გრანტი მიიღეს. მათ ჯილდოთ 3000 და 1000 ლარი გადაეცათ. გრანტის მფლობელი მედალოსნები დამატებით 500 და 400 ლარს მიიღებენ. ასევე, 300 ლარი გადაეცათ მათ, ვინც სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვეს, თუმცა […]
მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლებში თავიანთ სახლებთან ახლოს – პრემიერი

იყო გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით, თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ სფეროში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დაჩქარდეს. „ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ არის სერიოზული ცვლილებები საჭირო. […]
ეროვნულმა ბანკმა „კრედიტსერვისი+“ 86 200 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“ 86 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მარეგულირებლის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რამდენიმე დარღვევის გამო დაჯარიმდა, კერძოდ: „შემოწმების შედეგად გამოვლინდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, […]