როდესაც შენსკენ მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი მოდის, თუმცა… – იოკიჩმა პატარა გულშემატკივარი გაანაწყენა [VIDEO]

დღეს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “დენვერ ნაგეთსმა” “ნიუ ორლეან პელიკანსი” ოვერტაიმში 132:129 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი გახდა. სერბმა 42:34 წუთში 27 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა. “დენვერიდან” ასევე გამოირჩა ჯამალ მარი, კანადელმა უკანახაზელმა 41:17 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. შეხვედრის შემდეგ […]
Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

ჩრდილოეთი კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap-ი. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული […]
არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას – ნატალი ლუაზო

არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს. „ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – წერს ლუაზო.
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8025 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8025 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8050 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.8082 ლარი. კურსის ცვლილება 0.09 თეთრი. · 1 ევრო – 2.9174 ლარი. კურსის ცვლილება 0.74 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5133 ლარი. კურსის ცვლილება 4.02 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი. ცვლილება 0.03 თეთრი; […]
რუსეთში ფეიერვერკების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება

რუსეთში ფეიერვერკების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება. ინიციატივა სახელმწიფო დუმის დეპუტატს, არტემ კირიანოვს ეკუთვნის. კირიანოვის თქმით, პიროტექნიკა ზედმეტად ხელმისაწვდომი გახდა და მისი გამოყენება შესაძლებელია დივერსიული მიზნებისთვის. თავის Telegram არხზე მან აღნიშნა, რომ პიროტექნიკური პროდუქტები ხშირად ხვდება თაღლითურად დანაშაულში ჩართული ადამიანების ხელში. პროფესიული მომზადების არარსებობის მიუხედავად, ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური ზარალი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რუსული პროპაგანდა […]
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია

ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “ბაკურიანი 2025“-ის, მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია. შეგახსენებთ, რომ „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი ქალაქ რომში, ისტორიულ Mercati di Traiano-ში საზეიმოდ აინთო. „ბაკურიანი 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ევროპის 48 ქვეყნიდან ზამთრის სპორტის სახეობების 2000-ამდე სპორტსმენი ეწვევა. ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე […]
Acıbadem-ი: სამედიცინო სფეროს სიახლეები და მიღწევები

Acıbadem-ის კლინიკების ქსელი კვლავ მყარად ფლობს მოწინავე პოზიციას ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებს შორის, როგორც თურქეთში ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დღესდღეობით კლინიკების ქსელი აერთიანებს 24 საავადმყოფოსა და 15 სამედიცინო ცენტრს 5 ქვეყნის მასშტაბით და იზიდავს პაციენტებს მთელი მსოფლიოდან. საკონტაქტო პუნქტებისა და კლინიკათა ქსელის გაფართოება Acıbadem-მა საერთაშორისო ბაზარზე თავისი წარმომადგენლობა კიდევ უფრო გააფართოვა და ახლა უკვე წარმოდგენილია 29 […]
პიტერ ფიშერი – საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხები და არა შიდა საქმეები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურებას ეხმაურება. „ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე“, – […]
ICR ჯგუფი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, იქ მოქმედ მაღაზიებს და რესტორნებს ახალ ლოკაციაზე გადაიტანს

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძის განცხადებით, 21 დეკემბერს, საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ხანძრის გამო, კორპორაციის მართვის ქვეშ არსებული 6 ობიექტი ახალ ადგილზე გადავა და კვების ობიექტებსა თუ ტანსაცმლის მაღაზიებში დასაქმებული 150-მდე თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრით მიყენებული ზარალი ითვლება, შენობა კი იმ […]
ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი: მითია თუ რეალობა?

ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა, მაგრამ სინამდვილეში, რამდენად რეალურია მისი მიღწევა? ალექსანდრე ჯეჯელავა გვარწმუნებს, რომ ეს მხოლოდ მითი და სატყუარაა. ამ ფრაზის გავრცელება და ჩამოყალიბება ან არასწორი ფორმულირებით მოხდა ან ცდილობდნენ, რომ რაღაც არასწორი ჩაენერგათ ჩვენთვის. თუ რატომ ფიქრობს ასე ალექსანდრე ჯეჯელავა flowmaster.online-ის youtube არხზე ვიდეოს სახით გვიზიარებს. ჩვენ კი ამ სტატიაში ვიდეოს […]