“საქართველოს ნაკრები საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს” – უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ორივე მატჩი წააგო და ძალიან აკრიტიკებენ. თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და “ჯვაროსნების” შესახებ მათი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა. – ალბანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ეს თქვენთვის მოულოდნელობა იყო? – არა. ქართველებმა უკანასკნელ ხანს თამაშის ორგანიზაციის მხრივ მოუმატეს, ბურთთან კი ისინი ყოველთვის […]

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას და ჩვენთვის სამწუხაროა

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას. „ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა […]

არჩევნები ამერიკაში – ნაადრევი ხმის მიცემა და საპრეზიდენტო დებატები

ამერიკის მომავალი პრეზიდენტის შესარჩევად, ნაადრევი ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. 10 სექტემბერს, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერთმანეთს დებატებზე პირველად დაუპირისპირდებიან. სამშაბათს, ფილადელფიაში დაგეგმილ დებატებს ტელეკომპანია “ეი-ბი-სი” უმასპინძლებს.

რა ბედი ელის მესამე სექტორს საქართველოში?

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, საქართველოში მოქმედი 30 ათასამდე ენჯეოდან, 476 დარეგისტრირდა. ხელისუფლება მათ ბიუჯეტიდან გრანტებს დაპირდა, ურჩებს – დიდ ჯარიმებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ რეპრესიული კანონი, რუსეთის მსგავსად, ყველა ენჯეო ორგანიზაციას გაქრობით ემუქრება

სოფიკო ჯაფარიძის თქმით, 12 წელია რაც “ქართული ოცნება” დედაქალაქს ანგრევს, 26 ოქტომბრიდან კი ის სააკაშვილთან ერთად ააშენებს

სოფიკო ჯაფარიძის თქმით, 12 წელია რაც “ქართული ოცნება” დედაქალაქს და ზოგადად, ქვეყანას ანგრევს. ამის შესახებ მან 11 სექტემბერს, რიყეზე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ააფრიალა საქართველოში, ააშენა ხიდები, დააგო გზები, გაალამაზა ქალაქები, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში მხოლოდ დაანგრია. ჯაფარიძე დარწმუნებულია, […]

ბაიდენმა, ჰარისმა, ტრამპმა და ვანსმა პატივი მიაგეს 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლს

ნიუ-იორკში, პენტაგონსა და პენსილვანიაში ხსოვნის ცერემონიები გაიმართა იმ ტერორისტული თავდასხმების წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც 2001 წელს თითქმის 3000 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ერთად მიაგეს. კამალა ჰარისმა, ამერიკელი დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატმა და დონლად ტრამპმა, მისმა რესპუბლიკელმა მეტოქემ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, […]

ბევრი ამერიკელი კამალა ჰარისს დონალდ ტრამპთან დებატებში გამარჯვებულად მიიჩნევს – გამოკითხვა

ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე სახელმწიფოს ყოფილი მეთაური დონალდ ტრამპი დაამარცხა – ამას მოწმობს სოციოლოგიური სამსახურის YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ამგვარად, გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ, მათი აზრით, დებატებზე, რომელიც ABC News-მა გამართა, ჰარისმა ტრამპზე უკეთესად წარმოაჩინა თავი. ამასთან, გამოკითხულთა 28%-ს მიაჩნია, რომ დებატები ტრამპმა მოიგო. გამოკითხვის მონაწილეთა […]

Oracle-ის დამფუძნებელმა უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში არნოს და ცუკერბერგს გადაუსწრო

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგი დიდი ცვლილებაა. Forbes-ის ინფორმაციით, ბერნარ არნოსა და მარკ ცუკერბერგს Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა გადაუსწრო, რომელიც ამჟამად $192-მილიარდიანი ქონებით რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. ლარი ელისონის ქონების მკვეთრი გაზრდა, უმეტესწილად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებულ ბუმს უკავშირდება, რადგან Oracle-ი სწორედ იმ ტიპის კომპანიაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს მის სერვისებსა და პროდუქტებში აქტიურად ნერგავს. მიმდინარე წელს […]

რუსული აპლიკაციების საფრთხე – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?

საქართველოში მომხმარებლების მხრიდან რუსული აპლიკაციების მოხმარება ისევ აქტუალურია. ქვეყანაში დღესაც გამოიყენება ტაქსის სერვისი იანდექსი და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა ოზონმა, ქვეყანაში მიტანის სერვისი დაამატა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განსაკუთრებით სიფრთხილისკენ რუსული წარმომავლობის აპლიკაციების გამოყენებისას მოგვიწოდებს. მისი თქმით, ამ დროს რისკები უფრო მაღალია, რადგან ეს აპლიკაციები იმაზე მეტ ინფორმაციას გვთხოვენ, […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“, მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები 5 მოქალაქის განცხადება სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები.