სომხეთი და საქართველო – რა თქვა ჯინ შაჰინმა ამ ორ ქვეყანაზე

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ჰელსინკის კომისიაში გამართულ სხდომას ეხმაურება, სადაც სომხეთის საკითხზე იმსჯელეს და ისაუბრეს საქართველოზეც. შაჰინის თქმით, შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის და მისი მეზობლის, საქართველოს მხარდაჭერა. “სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის წინსვლის მხარდაჭერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით და მხარი დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას […]

ლევან დავითაშვილი – იმედი გვაქვს, რომ დადებითი დინამიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერ ტინგ სუესიანგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას და ამ კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილი […]

რუსეთის თქმით, კურსკის ოლქში ათი სოფელი დაიბრუნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ცნობები კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრშეტევის შესახებ. რუსეთის სამხედრო უწყების ანგარიშში, რომელიც 12 სექტემბერს შუადღისას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ორი დღის განმავლობაში განთავისუფლდა 10 დასახლება“, მათ შორის სოფელი სნაგოსტი. ადრე ომის მომხრე ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიბრუნეს ეს პუნქტები. ამის შესახებ ღია მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც. […]

ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველთან პან გონგშენგთან ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველს, პან გონგშენგს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, უნდა გაძლიერდეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების […]

”ძლიერი საქართველოს” ლიდერები ქვემო ქართლის მოსახლეობის პრობლემებს ეცნობიან

”ძლიერი საქართველოს” ლიდერები ქვემო ქართლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებმა თაზო დათუნაშვილმა, ლანა გალდავამ და აგილ მუსტაფაევმა მარნეულში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორია კოალიციის გეგმები ქვემო ქართლის რეგიონთან დაკავშირებით, რა აწუხებს მოსახლეობას და რის გაკეთებას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. “ძლიერი საქართველოს საარჩევნო კამპანია გრძელდება. ჩვენ […]

“შავი ლომი” | პირველად ბურგოსში “იბერიანსთან”

“შავი ლომი” 2024/25 წლების სეზონს იწყებს. თავდაპირველად ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ჩელენჯ თასში ჩაერთვება. ტიტულის დაცვას 15 სექტემბერს ესპანეთში, ბურგოსში ვიწყებთ, სადაც ჩვენი დროით 14 საათზე “იბერიანსს” ვერკინებით. ეს იქნება რიჩარდ კოკერილის ოფიციალური დებიუტი “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის რანგში. გაზაფხულზე მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისში ამხანაგური თამაში “ლესთერ თაიგერსთან” […]

“ბოდიში, ღამეა” – 1 დაკავების 2 მიზეზი და შსს–ს სამხრე კამერები, რომლებიც ღამით, თურმე, “ვერ” მუშაობს

ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი პოლიციელიდან ერთი ამტკიცებდა, რომ ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე გლდანში შეკრებილ ხალხს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა და ხელს უშლიდნენ რამდენიმე დაკავებაში. პოლიციელი ასევე ამბობდა, რომ გლდანში იმ დღეს ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მჯდომმა ნადირაძემ, მოწმე პოლიციელს ჰკითხა – თუ გარეთ 50-მდე ადამიანი იყო, რატომ მოხდა […]

საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა

12 სექტემბერს მწერალთა სახლში შედგა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტური ჟიურის სამუშაო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარჩინებულმა ახალგაზრდებმა გამარჯვებულები გამოავლინეს. „30 სექტემბერს 19:00 საათზე მწერალთა სახლში მოეწყობა ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრების − სერგეი კასკის (ესტონეთი), მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა. გაიმართება ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალი და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება. თბილისის […]

რა ეღირება ლარი 13 სექტემბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9786 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

ODIHR-ს სადამკვირვებლო მისიას არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელი ეყოლება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR – ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მოწვეული. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი […]