BMW უნგრეთში მზის ყველაზე დიდ ელექტროსადგურს აშენებს

გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი იქნება. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. სადგური BMW-ის ელექტრომობილების საწარმოო ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება და 71 ფეხბურთის მოედნის ტოლ ტერიტორიას დაიკავებს. მასზე 71 ათასი მზის პანელი მოეწყობა, რომელთაგან ზოგიერთი ქარხნის სახურავზე დამონტაჟდება. ენერგია, რომელსაც პანელები გამოიმუშავებს, 20 ათასი სახლის მოსამარაგებლად იქნება საკმარისი. პროექტის დასრულება […]

„სწორედ ეკონომიკაა ის საბაზისო დარგი, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანთა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე“ – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის დარგის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომისტის დღეს ულოცავს. „დღეს საქართველოს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენს პროფესიულ დღეს გილოცავთ ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დარგის თითოეულ წარმომადგენელს – პრაქტიკოს სპეციალისტებს, საჯარო მოხელეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს… ყველას, ვისაც მცირე წვლილი მიანც მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ძლიერებისა და განვითარების საქმეში!“, – აღნიშნულია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მილოცვის […]

ლაშა ტალახაძე – „ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა – ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ტალახაძემ ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული […]

გია ხუხაშვილი – ივანიშვილის მთავარი კოზირი დღეს არის ოპოზიციის არაადეკვატურობა – საარჩევნო კამპანია ოპოზიციის მხრიდან არ მიმდინარეობს, ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა

ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი დღეს არის ოპოზიციის არაადეკვატურობა, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. გია ხუხაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ მეტად იაქტიუროს, პრეზიდენტს საყვედურობენ და „ფეხებს უბაკუნებენ“. „საარჩევნო კამპანია, ის რაც უნდა იყოს დღესდღეობით ოპოზიციის მხრიდან, არ მიმდინარეობს. რაღაც კამერულ პროცესს ვაკვირდებით. თუ სადმე ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, […]

ყველა არჩევნებში “ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს – გიგი უგულავა

იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა […]

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე გაათავისუფლეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 3 ივლისს, გორის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე გაათავისუფლეს. უწყების ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. “ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში […]

ბუდუმ “კარლსრუე” დააწინაურა და ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუე“ პირველი ტაიმის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის გოლით საკუთარ მოედანზე „შალკეს“ 1:0 ამარცხებს. ზივზივაძე აქტიური იყო, პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქართველი ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი […]

„ოცნება“ – 34%, „ერთიანობა“ – 19,2%, გახარია – 10,6% – „Edison Research“-ის კვლევის შედეგები

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 34%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ოცნებისას“ ბევრად აღემატება. გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმადვე, 71% თვლის, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს. კვლევის ფარგლებში, გამოკითხულებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. შედეგები, „ფორმულას“ ცნობით, შემდეგია [აღნიშნულია, რომ […]

ლატვია ბელარუსულნომრიან ავტომობილებს უკრაინას გადასცემს

ლატვიის სეიმმა ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები პირველი მოსმენით 12 სექტემბერს იქნა მიღებული და 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, ყველა ბელარუსული საავტომობილო საშუალება, რომელიც ლატვიაშია, 31 ოქტომბრამდე ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი ან ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს. ამის შემდეგ ბელარუსული რეგისტრაციის მქონე ავტომობილები ლატვიაში შესვლას მხოლოდ […]

საგარეო უწყება – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ალექსანდრე გოგოლაძემ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, საპატიო მიზეზის გარეშე, გრძელვადიანი მივლინებით ადგილსამყოფელი ქვეყანა, სომხეთის რესპუბლიკაში თვითნებურად დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რეგულაციის მიხედვით, სამუშაო დღეებში ადგილსამყოფელი […]