„წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება“ – პრემიერი

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლის შრომა […]
დავითაშვილის ლამაზი ფინტი და საგოლე პასი [VIDEO]

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში 30-ე წუთზე „ლილს“ 1:0 ამარცხებს. დებიუტში ზურიკო დავითაშვილმა მცველი რიბეირო ფინტით ჩამოიცილა, საჯარიმოში პასი გააკეთა და მატიე კაფარომ მასპინძლები დააწინაურა. ეს ამ სეზონში „სენტ-ეტიენის“ პირველი გოლია. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე ლიუკა შევალიე დაეუფლა.
გიორგი ვაშაძე – ჩვენი დათვლებით, „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს – ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ 30%-იან ნიშნულს გადავაჭარბოთ

„ქართული ოცნება“ მარცხდება და ქართველი ხალხი იმარჯვებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი დათვლებით „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს. მეტს ვერ აიღებს, რადგან ამ ანტიქართულ დაჯგუფებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი განწყობა არის მკვეთრად ნეგატიური, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სიღატაკეს და იზოლაციას ხმას არავინ მისცემს. […]
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საზოგადოებისა და განათლების სისტემის […]
ჩეხეთს, პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას წყალდიდობა ემუქრება

ჩეხეთის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ გერმანიის საქსონიის მიწის ხელისუფლებები უახლოეს დღეებში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობასელოდებიან. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინსტიტუტის პროგნოზების საფუძველზე პრაღის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მრავალი კაშხლიდან გაუშვა წყალი, რათა გიზარდოს მდინარე ვლტავის გამტარუნარიანობა. მდინარე ვლტავაზე მდებარე ვრანეს კაშხალზე წყლის ხარჯვა წამში 40-დან 120 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ეს გავლენას ახდენს მდინარე ელბაზე, რომელიც ვლტავას უერთდება ქალაქ […]
„მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი. სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ლოკაციაზე მიიღოს ყურძენი“ – მინისტრი

„მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი. სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ლოკაციაზე მიიღოს ყურძენი“ – მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, რთველის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ გაეცნო. „საფერავის ჯიშის ყურძნის ნაწილში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ორი მიზეზი […]
ბუდუმ დუბლით “კარლსრუეს” გამარჯვება მოუპოვა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა. ზივზივაძე ძლიან აქტიური იყო, ჯერ პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და […]
ბრიტანულმა მარეგულირებელმა Vodafone UK–ს და Three UK–ს გაერთიანებაში კონკურენციისთვის რისკები გამოავლინა

Vodafone UK-ის, მობილური ოპერატორის Vodafone Group-ის ბრიტანული განყოფილებისა და კონკურენტი Three UK-ის შერწყმამ შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის მნიშვნელოვანი შემცირება ქვეყნის ბაზარზე, დაასკვნა ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების ორგანომ (Competition and Markets Authority, CMA). გარიგების დეტალური განხილვისას, მარეგულირებელმა წინასწარ დაადგინა, რომ ეს გამოიწვევს ათობით მილიონი ფიჭური აბონენტის ფასებს ან მომსახურების პირობების გაუარესებას, ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, გაერთიანება უარყოფითად […]
ბექაური: პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები, ჩემთვის მიუღებელიც არის

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები “მიუღებელია”. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. “მე აქ ჯილდოსთვის ვარ მოსული. ეს ჯილდო ჩემი ხალხისთვისაა. მე პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად. ჩემთვის მიუღებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და […]
ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს […]