დედაქალაქში წყლის მიწოდება კრიტიკას ვერ უძლებს – სად არის გამოსავალი?

დედაქალაქში წყლის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა, მიზეზად კი მუდმივად ავარიული მდგომარეობა სახელდება, რასაც ბოლო არ უჩანს. ასეთ ქაოსს იწვევს ის ფაქტორიც, რომ სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც „ჯივიპის” მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. ცხელ ზაფხულში […]

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია ჯგუფის Russia Today-ის სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია ჯგუფის Russia Today-ის სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია ჯგუფის Russia Today-ის სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დიმიტრი კისილიოვს. დასანქცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა საჯაროდ დაადანაშაულა კომპანია რუსული დაზვერვისთვის მუშაობასა და უკრაინაში რუსული არმიის დასაფინანსებლად თანხების შეგროვებაში. მედია ჰოლდინგ Russia […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ჩოხატაურში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით შარაშიძესთან ერთად, სოფლების: გუთურის, ქვემოერკეთისა და ერკეთის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა. „გუთურსა და ერკეთში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლები, ერკეთში საბავშვო ბაღი. ერკეთი-კოხისა და ონჭიქედის მიმართულებით დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე განაცხადეს, რომ იგეგმება გუთური […]

რელიგიის სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას ჯვართამაღლებას ულოცავს

დღეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ჯვართამაღლებას ზეიმობს. მათივე ცნობით, დღესასწაული უკავშირდება იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად იპოვეს, შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი, რათა ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. „იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს […]

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ

დღეს, სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის”აღნიშნავენ. „ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი დაიბადა 571 წელს მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვების დასაჩუქრება და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს […]

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და EUROPRIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. მასში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა. „იუსტიციის […]

ეროვნული არქივი 17-20 სექტემბერს საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები. „კინოფესტივალი 2024 წლის 17-20 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში […]

აშშ-მა დიმიტრი კისილოვსა და რუსულ მედიაჰოლდინგს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა. ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან: · რაშა თუდეი · რია ნოვოსტი · ტვ-ნოვოსტი · Ruptly · სპუტნიკი რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, […]

ჩაკვეტაძისა და ქოჩორაშვილის მატჩის დღე და ქართველები “იუვენტუსის” წინააღმდეგ – კვარაცხელია უკვე კარგად დაკომპლექტებულ “ნაპოლიში”…

სანაკრებო მატჩები დასრულდა და ქართველი გულშემატკივრები მომავალ შეხვედრებს უკვე მოუთმენლად ელიან. ჩვენმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს!.. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, 11 ოქტომბერს უკვე მორიგი დაპირისპირება გვაქვს, მანამდე კი ლეგიონერებზე უნდა გადავერთოთ. საკლუბო ფეხბურთი დატვირთულ ფაზაში შედის, ევროტურნირებიც იწყება (გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება). სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზას ტრავმებიც თან ახლავს ხოლმე. მაგალითად, ახლა, მარტინ ოდეგორმა კოჭი […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრების, მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას

რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის ფარგლებში, რუსთავის მერიის 25 თანამშრომელი გადაამზადა. რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები რუსთავის მერიის თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და მერის მოადგილეებმა გადასცეს. „რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის […]