სასკოლო ნივთების ფასი წინასასკოლო პერიოდში

როგორც წესი, სექტემბრის ამ დროს ბაზრობაზე უჩვეულოდ ბევრი ხალხია. ეს იმიტომ, რომ ძალიან მალე სკოლა იწყება. მშობლები ამბობენ, რომ ბაზრობაზე ფასები მაღაზიებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 16 სექტემბერს ქეთი სვიანაძეს ორი შვილი მიდის სკოლაში. ევრონიუსთან საუბარში ის ამბობს, რომ ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. „ორი ბავშვი მყავს სასკოლოდ გასამზადებელი და შარშანდელთან შედარებით ბევრად მომატებულია ფასები, ახალი რომ […]

გივი მიქანაძე – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა: წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მომხრეებზე გახშირებული თავდასხმები, პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა მიმართ შეურაცხყოფა, სააგიტაციო მასალის განადგურება და გაყალბება. მისი განცხადებით, […]

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, აჭარაში 500-მდე მასწავლებელი გადამზადდა

გარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისმინისტრისმოადგილესოლომონპავლიაშვილი დააჭარისგანათლების, კულტურისადასპორტისმინისტრიმაიახაჯიშვილიაჭარისავტონომიურირესპუბლიკისმასშტაბითგადამზადებულმასწავლებლებსშეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, გადამზადებულ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო – „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცათ. „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე 6400-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული, მათ შორის […]

პეტრიაშვილი: ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს, სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი

ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენთაგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი.

რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე დრონებს ჩინური ძრავებით ამზადებს – Reuters

Reuters ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს. გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, გარპია-ეი1 რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა. როგორც […]

ჩეხეთს, პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას წყალდიდობა ემუქრება

ჩეხეთის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ გერმანიის საქსონიის მიწის ხელისუფლებები უახლოეს დღეებში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობას ელოდებიან. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინსტიტუტის პროგნოზების საფუძველზე პრაღის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მრავალი კაშხლიდან გაუშვა წყალი, რათა გიზარდოს მდინარე ვლტავის გამტარუნარიანობა. მდინარე ვლტავაზე მდებარე ვრანეს კაშხალზე წყლის ხარჯვა წამში 40-დან 120 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ეს გავლენას ახდენს მდინარე ელბაზე, რომელიც ვლტავას უერთდება […]

ფინეთი უკრაინას 118 მლნ. დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების დამატებით, 25-ე პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 118 მილიონ ევროს შეადგენს. “დაპირებისამებრ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას განაგრძობს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ”. – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა ჯამში 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს. “დამატებითი დახმარების […]

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.

კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კულტურის სამინისტრო ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვემს. სამინისტრო მსახიობის ოჯახს უსამძიმრებს და მისი შემოქმედების შესახებ წერს. „ქართული თეატრალური სამყაროს ძვირფასი წევრი, შესანიშნავი პიროვნება ზურაბ ბერიკაშვილი ყველასათვის საყვარელი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატის, გივი ბერიკაშვილისა და მსახიობის, ამაგდარი პედაგოგის, პროფესორ ლეილა კაპანაძის ოჯახში აღიზარდა. მთელი მისი კარიერის განმავლობაში ზურაბ ბერიკაშვილი ასახიერებდა […]

გიორგი ანთაძე – „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა. – ბატონო გიორგი, 26 ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე სულ ნაკლები დრო რჩება. და რადგან ასეა და საარჩევნო კამპანია მალე ფინიშის ზღვარზე გავა, საუბარი არჩევნებთან დაკავშირებული თემით უნდა დავიწყოთ. როგორ მიმდინარეობს 2024 წლის საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანია? ზოგადად, […]