ირაკლი კობახიძე – ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს მარტივ არჩევანს – ან ომი, ან მშვიდობა

დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები და უფრო მეტიც, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს, რეალურად, […]

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებთ ოპოზიციას, თავი შეიკავონ სიძულვილის კამპანიისგან, ეს ყველაფერი ვერ გაზრდის მათ საარჩევნო შანსებს

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი აქტებისგან. სიძულვილი არ არის შესაფერისი ქართული კულტურისთვის და ნუ მოიქცევა ოპოზიცია ისე, როგორც არ შეშვენის ეს ქართულ კულტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში განუცხადა. კობახიძის თქმით, ჯამურად „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არის 25%, საიდანაც დიდი ნაწილი ვერ ლახავს ბარიერს და სიძულვილის ენით ცდილობენ, რომ „საკუთარი […]

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში: მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები შიდა ქართლს. მივესალმები გორს, კასპს, ქარელს, ხაშურს. მივესალმები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ოთხივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჩვენს დევნილ მოსახლეობას. მივესალმები ჩვენს დელეგატობის კანდიდატებს, ბატონ ლადო ხინჩეგაშვილს და ბატონ ზაზა დუგლაძეს, ღირსეულ ხალხს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში […]

გაკეთებული და გასაკეთებელი – ივანიშვილმა “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა მიმოიხილა

გაკეთებული და გასაკეთებელი – ივანიშვილმა “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა მიმოიხილა “12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული […]

მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა – ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსს განმარტავს

მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა – ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსს განმარტავს “12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს […]

ვენა საცხოვრებლად საუკეთესო პირობების მქონე ქალაქების რეიტინგში ლიდერობს

ვენა საცხოვრებლად საუკეთესო პირობების მქონე ქალაქების რეიტინგში ლიდერობს economic intelligence unit-ის მიერ შედგენილი ყოველწლიური ინდექსის მიხედვით, ვენა კიდევ ერთხელ დასახელდა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად. „ვენა აკმაყოფილებს ბევრ მოთხოვნას და მართლაც, საცხოვრებლად ძალიან კარგი ქალაქია, ქალაქი, რომელიც უბრალოდ კარგად ფუნქციონირებს. ვენა ბრწყინვალედ აერთიანებს საკუთარ თავში ჩრდილოევროპულ ეფექტიანობასა და სამხრეთევროპული ცხოვრების წესს, ეს წესი კი ძალიან ბევრ […]

საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო იმის გამო, რომ ქართველმა მოსამართლეებმა საქმე არ აიცილეს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, საქმეზე – წულუკიძე და რუსულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, დარღვევა დაადგინა. კერძოდ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველომ მომჩივნებს ვერ შესთავაზა სამართლიანი სასამართლო, რასაც ევროკონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწევს თითოეული მომჩივნისთვის 5100 ევროს გადახდა. ზურაბ წულუკიძე და ლევან რუსულაშვილი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში 2016 წლიდან დავობდნენ მათი ყოფილი დამსაქმებლის, კომპანია “თელასის” […]

შაჰინი საქართველოს მთავრობაზე: არ მესმის ნებელობა იმისა, რომ გაჰყვნენ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის დიქტატურის ნაბიჯებს

აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დემოკრატ სენატორ ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი, არ შეხვდა. ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. თუმცა, “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ კობახიძესთან შეხვედრით გაწბილებულია, რადგან ვერ დაინახა საქართველოს მთავრობის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა-საქართველოს […]

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ – მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმკაცრესად უნდა გასამართლდეს ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის. […]

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის – მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე – ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი […]