ნიკა მელია – ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა ეროვნული სიამაყის განცდა გვქონდეს, ამ ქვეყანაში მოქალაქეების ვწყვეტთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი

ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა ეროვნული სიამაყის განცდა გვქონდეს, ამ ქვეყანაში მოქალაქეების ვწყვეტთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ახმეტაში ოფისის გახსნაზე განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ ცვლილებები გარდაუვალი იქნება. „ორჯერ მეტი ადამიანია ამ ქვეყანაში, ვისაც ცვლილებები უნდა. სამეგრელოდან კახეთში ჩამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ორი თვის განმავლობაში […]
აგვისტოს ომის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი: ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის გმირების ოჯახებმა?

“ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!” – ასე ეხმაურება შინდისის ბრძოლის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი ოლიგარქ ივანიშვილის განცხადებას ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე. “ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და […]
სააკაშვილი ივანიშვილზე: ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა – ღალატი ჩაიდინა

· 77 · · გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა […]
TikTok-ის მფლობელი ByteDance ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგება

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ის იურისტები, აშშ-ის მთავრობასთან ერთად, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ორშაბათს წარდგება. საქმე აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ კანონს ეხება, რომლის მოქმედების ფარგლებშიც ByteDance იძულებულია, პოპულარული სოციალური ქსელი ამერიკელ მფლობელს მიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაციას აშშ-ში დაბლოკვა ემუქრება. სენატის მიერ კანონის მიღებიდან ერთ კვირაში, ByteDance-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა – კომპანია ამტკიცებს, რომ კანონი ამერიკელთა […]
გიორგი ვაშაძე – ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი: კი თუ არა

დღე მესამე – ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს დებატებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამცეს პასუხი კი თუ არა – მე და ჩემი გუნდი მივიტანთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ ვაპირებთ ამ 14 მილიარდის მოზიდვას თავისი მაგალითებით და კონკრეტული დასახელებებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოდის და ხალხს […]
ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება – G7

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ. „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო […]
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შეხვედრაზე, მოსახლეობას „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, ჩვენი გუნდის ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გავაცანი. მოსახლეობისგან, მოვისმინე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები და ერთად დავსახეთ მათი გადაჭრის გზები,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ერთად, გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა. მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო […]
“ბოდიში, გიორგი” – გიორგი ანწუხელიძის ცოლი ივანიშვილის განცხადებაზე

2008 წლის ომში რუსების მიერ წამებით მოკლული სამხედროს, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მისი ქმრის წამების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. “2008 წლის 9 აგვისტო… “ოსი ძმების” ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი” – წერს ჩიკვილაძე. *** ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე […]
გიორგი ვაშაძე – ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა: უსაფრთხო დაბინავება რუსეთში

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 20%-იანი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება – ის ამ განცხადებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ შემდეგ ჰქონდეს უსაფრთხო დაბინავების უფლება რუსეთში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული პოზიციები დასუსტდეს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 20%-იანი „ქართული […]