ენმ: პოლიციელებმა ჩვენი პარტიის წევრს სცემეს

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ წევრს, ზურაბ აბაევს პოლიციელები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აბაევი გადამოწმების მიზნით გააჩერეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს, პარტიის ნაძალადების შტაბის მიმდებარედ მოხდა მოხდა. ენმ-ში ამბობენ, რომ აბაევი შტაბში მიდიოდა, რა დროსაც, შენობის მიმდებარედ შეამჩნია, როგორ უღებდნენ ფოტოებს […]
თიბისი დაზღვევა – Fitch Ratings-ის „BB სტაბილური“ – ს მფლობელია

„თიბისი დაზღვევა“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB სტაბილური პროგნოზით მიანიჭა. „თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი განპირობებულია სტაბილურად ძლიერი და მზარდი ფინანსური მაჩვენებლებით. კომპანიის კაპიტალი, დღეისთვის, 50 მილიონს აღემატება, 2024 წლის მეორე კვარტლის, გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი კი, 207%-ია , – წერია Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში. ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, […]
ბრატისლავაში, დუნაიზე წყლის დონე 9 მეტრს უახლოვდება

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში წყლის დონემ დუნაიზე უკვე 8 მეტრს გადააჭარბა, პიკს სამშაბათს დილით ელოდებიან. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ SME იუწყება. 16 სექტემბერს დილის 8 საათისთვის ბრატისლავასთან დუნაის წყლის დონემ 8,8 მეტრს მიაღწია. დაიტბორა ქალაქის ზოგიერთი სანაპირო ზონა. ინტერნეტში სპორტის სამინისტროს დატბორილი შენობის ვიდეო გავრცელდა. სლოვაკეთის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, წყალდიდობა პიკს სამშაბათს დილით 9,36 […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ – მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ჩიტიძეების, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ქობულეთში გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ხუცუბნის თემში თეთროსანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. „ინდივიდუალური შეხვედრებით პირადად ვეცნობი თითოეულ ამომრჩეველს და ვისმენ მათ საჭიროებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინება. მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისთვის,“- განაცხადა […]
დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ და იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ
დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ და იმედია, კეთილსინდისიერი უცხოელი დამკვირვებლები ნაცსექტისგან ამ და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩხოროწყუში, პარტია „ახალის“ მთვრალი წევრის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ “ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანის ქვებით დამტვრევას ეხმიანება. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ამას რადიკალების ლაქია “დამკვირვებლები” არ დააფიქსირებენ. […]
ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა – დაშავებულია 2 ადამიანი

ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ავზი სახურავიდან სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. განცხადება ორბელიანების სასახლეში 17:00 საათზე გაკეთდება. ამ დროისთვის ცნობილი არ არის თუ რას შეეხება პრეზიდენტის განცხადება.
„ქართული ოცნების“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. „დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს […]
ნიკოლოზ სამხარაძე – სანამ მიხაილ როთი ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით

მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი – როთს სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვხვდებით და სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ შევხვდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ ამაყი, […]