ეკა ბესელია ხაზარაძისა და გახარიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე – დრო უნდა იყოს გამოყენებული გადაწყვეტილებისთვის – კეთილგანწყობა და დარბილებული ფონი, რაც გამოჩნდა, დადებითი სიგნალის მატარებელია

პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და დააგვიანდა გადაწყვეტილებას, – ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ “მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის” გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი მოწოდება ნიშნავს […]

გოცირიძე: თუ ბანკები სანქცირებულებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციის ქვეშ მოექცევიან

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის მიერ ქართველებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ხვალიდან სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცევიან. გოცირიძის თქმით, კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება. […]

„ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია“ -მერაბ მეტრეველი

„ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ლელოს“ და „გახარიას“ გაერთიანება ცუდია“ -მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „ორიოდე სიტყვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზედ. არ ვიცი, პირველად ვინ თქვა, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატების დიდი უმრავლესობა „ოცნებასთან“ წავა და ამიტომ რაც შეიძლება უნდა გამსხვილდეთო, მაგრამ ეს დიდი ტყუილი კია. კანონის მიხედვით, ბარიერვერგადალახული პარტიების მანდატები ბარიერგადალახულ […]

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეთიუ მილერმა განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის სანქციების დაწესების მოტივაცია. „ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს […]

„ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ჩარგლის, ჟინვალის, ჭოპორტისა და ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქალაქეებისთვის პრობლემური საკითხები მოისმინა. „იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. რეალურად, ეს არის […]

ალიევთან საუბარში ბლინკენმა კვლავ გაუსვა ხაზი სომხეთთან “ღირსეული მშვიდობის” მნიშვნელობას

16 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “მდგრადი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის” – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი. მილერის თქმით, ბლინკენი მიესალმა ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს ამ ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის, მათ შორის შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის წესებზე – რომელმაც სომხეთის […]

სახდეპი სანქციებზე: ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღეს გამოცხადებული სანქციები აშშ-საქართველოს “ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგია”. სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების “ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირისა და NATO-ში წევრობის ნორმებთან”. მეთიუ მილერმა ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით”. “დღეს აშშ […]

„კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში“ – რომან გოცირიძე

„კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში“ – რომან გოცირიძე პარლამენტარი რომან გოცირიძე აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ ოთხი პირის დასანქცირებას ასე ეხმაურება: „ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი […]

როგორია გარემოსდაცვითი განათლების ევროპული გამოცდილება

პოლონეთში დაწყებითი სკოლის სასწავლო გეგმაში შეიტანენ გარემოსდაცვითი განათლების საფუძვლებს. ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას ცალკე გაკვეთილები არ დაეთმობა, თუმცა, ის ინტეგრირებული იქნება ყველა სასწავლო საგანში. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვებს სთხოვენ გამოთვალონ რამდენი წყალია საჭირო ერთი ჯინსის შარვლის წარმოებისთვის. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა მოტივაციას გაუჩენს სკოლის მოსწავლეებს, იფიქრონ გადაჭარბებულ მოხმარებაზე და უპირატესობა მიანიჭონ კლიმატგონივრულ მოხმარებას, […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისათვის აუცილებელ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, თანმხლებ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან […]