დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას “რეალთან” ერთად ეცდება – ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში…

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შემოდგომა საუკეთესო პერიოდია – თვეში ორჯერ ნაკრები იასპარეზებს, ამას კი დატვირთული საკლუბო პერიოდი ემატება. ქვეყნების ჩემპიონატების პარალელურად, საკლუბო ტურნირებიც იწყება, სადაც სიახლეებიც გვაქვს. კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატის (სადაც სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც გამოდიან), ასევე აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ახლა ამას ქართული ფაქტორიც ემატება – ეროვნული გუნდის […]

„ჩინურ მხარესთან დავსვით საკითხი, რომ მათ ქართველ საშუალო და მცირე დილერებს ექსკლუზიურ ფასად მოგვაწოდონ ავტომობილები“

ჩინური ავტომწარმოებლებისთვის საქართველოს ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ამას ადასტურებს, თბილისში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა. ავტოიმპორტის ფორუმს ჩინეთიდან დელეგაცია დაესწრო, რომელიც ავტომწარმოებელ და ლოგისტიკურ 20 კამპანიას აერთიანებდა. რამ განაპირობა ჩინური მხარის ინტერესის ზრდა და რა გავლენას მოახდენს ეს ქართულ ბაზარზე? საკითხზე ,,კომერსანტის დილაში“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ ჩინური მხარის […]

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ქობულეთის, წერეთლის, ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, რაზმაძის, დარიალის, კავსაძის, ბერძენიშვილის, ბარნოვის, ცხვედაძის, კიკნაველიძეების, ახმეტელის, მიშველაძის […]

პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ

პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჰუმანურობასთან ერთად, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანას პატიმრების რაოდენობით ევროპულ სტანდარტთან დააახლოებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ათასამდე ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას, ხუთიათასამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებასა და პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივად დატოვებას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ავარია რიკოთზე – არიან დაშავებულები

ავარია რიკოთის უღელტეხილზე – არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მანქანა ამოტრიალდა და შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ. მათი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0010 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.

“ბორჯომის” მფლობელ კომპანიას შემოსავალი $436 მილიონამდე გაეზარდა

ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ 2023 ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 21 მილიონი დოლარით, 436 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, გასულ წელს კომპანია რუსეთის სანქცირების შემდეგ პირველად გავიდა მოგებაზე, რამაც 85.6 მილიონი დოლარი შეადგინა. Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, […]

უკრაინელებმა 5 ოლქში რუსების 34 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, 17 სექტემბრის ღამეს, რუსების მიერ გაშვებული 51 ე.წ. „კამიკაძე-დრონიდან“ 34 გაანადგურა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, 2 კი – რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. „მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერია […]

“არაჩვეულებრივი იქნებოდა” – ბესელია ენმ-სა და კოალიცია ცვლილებისთვის შესაძლო გაერთიანებაზე

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, “არაჩვეულებრივი იქნებოდა”, თუ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის წინასაარჩევნოდ გაერთიანდებიან. ფორმულას გადაცემა გაიღვიძე საქართველოს ეთერში ბესელიამ თქვა, რომ ამ ორი კოალიციის ამომრჩეველი ახლოს არის ერთმანეთთან, მათი გაერთიანება კი მხარდამჭერებს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. “ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი. მე ცოტა რთულად ვუყურებ, რომ ყველა ერთად, ერთი სიით გამოვიდეს, მგონია, რომ […]