პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ მოქალაქეები და კანონის მიღება გააპროტესტეს. მათი თქმით, „ოცნების“ მიზანი ცენზურის დაწესებაა […]

კობახიძემ, ამერიკულ სანქციებს, თან არასერიოზული და თან სამწუხარო უწოდა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არასერიოზული და სამწუხარო უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულის სანქციების ახალი პაკეტის გამოცემას. მშვიდობიანი აქციების დამრბევი სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის, პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერების, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას, ასევე 60 სხვა მოქალაქის დასანქცირების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია” კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ამერიკის […]

“ფანებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უხარიათ, ჩვენ კი აზრს არავინ გვეკითხება” – ალისონი

დღეს, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ლივერპული” “მილანს” ესტუმრება. “სქაუზერების” მეკარე ალისონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა. გულშემატკივრებისთვის ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გასაოცარია, მაგრამ ფეხბურთელებს არავინ გვეკითხება, რას ვფიქრობთ დამატებით თამაშებზე, ჩვენი აზრი არავის აინტერესებს. ფეხბურთელები სულელები არ ვართ და ვხვდებით ეს რატომაც ხდება. თუმცა ჭკვიანური იქნებოდა, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა […]

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული

სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, სამინისტროს კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ აქვს. „ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ […]

რიკარდ იოზვიაკი – არაფერი მსმენია საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, რაც მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას

არაფერი მსმენია ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ და ეს მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ადრე გახდა ცნობილი. ინფორმაციისთვის, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების […]

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია პირისპირ შეხვედრას მართავენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია. აუდიენციის შესახებ პარტიებში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ სთხოვა, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სადილზე მიპატიჟება მიიღო. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი […]

პროკურორი – კალანდარიშვილმა ბაშარული და არჩვაძე განზრახ მოკლა, სავარაუდოდ, ბრალდებულმა იატაკზე მყოფების მიმართ განახორციელა გასროლები – დაკავებულის მხრიდან აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია. ვეფხვაძის განმარტებით, კალანდარიშვილმა ბაშარული და არჩვაძე განზრახ მოკლა. „რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაცვის მხარემ რიგი მტკიცებულებები წარმოადგინა, პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ შემხებლობაში არაა საქმესთან მიმართებაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ კანონი დაარღვიეს და ამის […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყნის სირცხვილია – ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო გარე დაკვეთით

სააკაშვილის რეჟიმი თქვენთვის არის საკუთარი ქვეყანა, ჩვენთვის სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყანა არ არის, პირიქით, ქვეყნის სირცხვილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს და აღიარეს. „თქვენი პარტიის ლიდერია და გასაგებია, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ. ხედავდით […]

მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი სრულად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ არის მონოპოლიზებული, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესიული მექანიზმებით მართვით დაამახსოვრა თავი

ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის თემაზე ბევრი ტყუილი გვესმის, ბევრი მანიპულაციაც, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ევროკავშირის საკითხით სპეკულირება არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება, არამედ თვალსაჩინოა ამ პროცესში გარე ძლების მოურიდებელი ჩართვა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ეს იმდენად უხეში […]

გიორგი კაკაურიძე – კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს

კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ამ კუთხით, ქვეყანაში ბიზნესგარემო არ გაუარესდება. „არ ვფიქრობ, რომ ბიზნესგარემო ამ კუთხით გაუარესდება და ბიზნესგარემოსთვის ხელისშემშლელი იქნება, როცა კონკრეტულ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი“, – აღნიშნა […]