სასამართლოს გუშაგი: მარსაგიშვილის არჩევით ოცნებამ უზენაესზე სრული კონტროლი მოიპოვა

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის დანიშვნას სასამართლო გუშაგი განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით ქართულმა ოცნებამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტებას, რომელიც 2019 წელს დაიწყო. სასამართლო გუშაგის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის ყოფნის პერიოდში სულ უფრო გაუარესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. “აღსანიშნავია, […]
“ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს – რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ” – საფეხბურთო აგენტი

30 წლის მცველს გიორგი ჯიქიას “სპარტაკმა” კონტრაქტი არ გაუგრძელა, კარგა ხანი უგუნდოდ იყო, რამდენიმე დღის წინ კი “ხიმკის” ფეხბურთელი გახდა. საფეხბურთო აგენტმა ვადიმ შპინევმა განმარტა, რატომ არ უფორმებენ საზღვარგარეთული კლუბები ხელშეკრულებას რუსეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებს. “ევროპულ კლუბებს რუსი ფეხბურთელები სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ – რედ) გამო არ სჭირდებათ. თქვენ რომ […]
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით აზერბაიჯანული გაზის 56,2% გადაიქაჩა

იანვარ-აგვისტოში სამხრეთკავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მთლიანი გაზის ტრანსპორტირებამ აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გადაქაჩული მოცულობის 56,2% შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 14, 875.8 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც 2023 წლის რვა თვის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია. მთლიანობაში, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გაზის ტრანსპორტირებამ 26, 476.3 […]
უზენაეს სასამართლოში ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო

დღეს, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია ნიკოლოზ მარსაგიშვილი. ამით მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის პროცესი დაასრულა. მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში ეკატერინე გასიტაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელიც ვაკანტური მომავალ წელს გახდება. თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მიმდინარე წლის მაისში, ვაკანსიის წარმოშობამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა. “საქართველოს სასამართლო გუშაგის” განცხადებით, […]
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო. „პროექტის ფარგლებში, ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, არსებულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო და სკამები და ურნები დაიდგა,“-განაცხადა დავით კაჭარავამ. შეხვედრას […]
ომბუდსმენი გაუმართლებელს უწოდებს შუქრუთელებისთვის წვიმაში კარვის გაშლის შეზღუდვას

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროტესტის დროს კარვის გაშლის უფლება კანონმდებლობითაა დაცული. ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი გუშინ, 16 სექტემბერს, პარლამენტთან შუქრუთელებისთვის წვიმაში კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს. „ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას […]
„ძლიერი საქართველო“ – ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები

სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. როგორც კოალიციის მიმართვაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილისა და ედუარდ კოკოითის […]
ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მას “საქმის დალაგებაში” ადვოკატი ფულს სძალავდა, განცხადებას ავრცელებს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მას “საქმის დალაგებაში” ადვოკატი ფულს სძალავდა, განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის დეტალებს გამოძიებას გააცნობს და ასევე მოითხოვს მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენის გამო, ამასთან, ის გეგმავს მიმართოს სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით. “მეგობრებო, ნამდვილად არ ჩავთვლიდი საჭიროდ ვიღაც ვაი ბიზნესმენ გიორგი […]
გამომძიებლები ტრამპზე სავარაუდო თავდამსხმელის მოტივზე მუშაობენ

ამერიკელი გამომძიებლები აანალიზებენ და ახარისხებენ იმ ადამიანის სოციალური მედიის ანგარიშებსა და ბოლო წლების გზავნილებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ისინი ცდილობენ შესაძლო მოტივის დადგენას და ამასთან ერთად, იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა, საქმეში სხვა შეთქმულთა არსებობა. შერიფის მოადგილეებმა ფლორიდაში დააკავეს 58 წლის რაიან ვესლი რუთი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიმალვას […]
ისტორიაში პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა

15 სექტემბერს იტალიაში, ქალაქ კატანიაში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერა გაიმართა. საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი „ნანილა“ ასრულებს. სპექტაკლის მუსიკალურ მხარეს დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობს. მსახიობებთან დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს. სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგული მურუსიძეს, […]