,,მე და გიორგი გახარია მთავარზე შევთანხმდით” – რას ამბობს ხაზარაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ

სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ბევრ საკითხზე, ისინი მთავარზე შეთანხმდნენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკება გრძელდება და უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგიღ დასრულდება. ,,ყველაფერი პირადული უნდა გადავდოთ გვერდზე… ჩვენ გუნდს ეს შეუძლია” – აცხადებს ,,ლელოს” ლიდერი
ხაზარაძე: მოლაპარაკება არ დაგვისრულებია, არის საკითხები, ვისაუბრებთ და შეგატყობინებთ

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ლელო – საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკება არ დაუსრულებია. მისი თქმით, “არის საკითხები, რაზეც უნდა ისაუბრონ”. ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად “სრულ მობილიზაციას” გააკეთებენ. “კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის საკითხები და ეს საკითხები არ არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები, […]
„EU-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ძალოვნებმა დროებით დააკავეს“ – EUMM

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან „ძალოვნებმა დააკავეს“, თუმცა მალევე, „უვნებლად“ გაათავისუფლეს. მისია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. „დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმური პატრულირების განხორციელებისას, ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების […]
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი. „გარდიანის“ ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის […]
მამუკა ხაზარაძე – გახარიასთან შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან – მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა

შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში “საქართველოსთვის” დამფუძნებელ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი […]
გიორგი რუხაძე – რატომ 2 ან 3 წლის წინ არ დაასანქცირეს ვინმე, ყველა ერთად გაგიჟდა და გადაწყვიტეს, ხელისუფლება დასაჯონ? – რეალურად, მთავრობა ახლა აკეთებს ისეთ რაღაცას, რაზე პასუხიცაა ეს ყველაფერი – „ქართული ოცნება“ პანიკაშია

გუშინ ხუმრობდა ბატონი მდინარაძე, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონო, მატარებელი დაიძრა და მოდის. დასანქცირდება ყველა – ამერიკული სანქციები ძალიან სერიოზულია და მათ დაახრჩობთ , – ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. გიორგი რუხაძის თქმით, ხელისუფლება პანიკაშია, რადგან სანქციებთან ერთად იციან, რომ არჩევნებში მათ საქმე კარგად არ აქვთ. „ეს სანქციები […]
სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად მცდარს“ უწოდებენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია. მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია. “ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების […]
ირაკლი ნადირაძე – უკიდურესმა გაჭირვებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, შობადობა დამოუკიდებლობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმზე მიიყვანა – ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს

უკიდურესმა გაჭირვებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, შობადობა დამოუკიდებლობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმზე მიიყვანა. 90-იანი წლების ჩაბნელებულ, სამყაროსგან იზოლირებულ საქართველოშიც კი შობადობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ოცნების“ საქართველოში. 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს , – ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი […]
თინა ბოკუჩავა – ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ – პირველ შვილზე 500, მეორე შვილზე – 1000 და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას

ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ – პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. […]
უკრაინა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებს, არ აღუდგინოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება

უკრაინის სპორტის სამინისტრო და უკრაინის ჭადრაკის ფედერაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებენ, არ აღუდგინოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას გეგმავს, რომ საკითხი 21-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე განიხილოს, რაზეც უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს. “ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მატვი ბიდნიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ და უკრაინის ჭადრაკის […]