რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 54 დრონის ჩამოგდებას იუწყება, თუმცა არაფერს ამბობს ტოროპეზცე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ რეგიონების, სადაც, მისი ინფორმაციით, 18 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ „გაანადგურეს“ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ჩამონათვალში არ არის ტვერის ოლქი, სადაც დრონებით შეტევის გამო საჭირო გახდა ქალაქ ტოროპეცის მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, 16 – ბრიანსკში, 7 […]

მაღალრეიტინგული ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრი Halyk Bank Georgia – Moody’s-მა Halyk-ის რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investors Service-მა ყაზახეთის საფინანსო ჯგუფის Halyk-ის გრძელვადიანი სადეპოზიტო რეიტინგი ისტორიულად მაღალ ნიშნულამდე “Baa1” სუვერენულ დონემდე „სტაბილური“ პროგნოზით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ყაზახეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Baa2-დან Baa1 დონემდე გაზრდის და პროგნოზის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურად“ შეცვლის შედეგი იყო. საკრედიტო სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს განპირობებული იყო Moody’s-ის შეფასებით, რომლის მიხედვითაც ინსტიტუციონალური და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების […]

AI ტექნოლოგიების განვითარების წვლილი გლობალურ მშპ-ში 2030 წლამდე $19,9 ტრილიონი იქნება – IDC

International Data Corporation(IDC) – ის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ბიზნესის განვითარების მთლიანი გლობალური ეკონომიკური ეფექტი იქნება დაახლოებით 19,9 ტრილიონი დოლარი 2030 წლამდე. IDC-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის სექტორის წილი 2030 წელს გლობალური მშპ-ის 3.5% იქნება. IDC-ის ანალიტიკოსები ითვალისწინებენ იმ ხარჯებს, რომლებსაც კომპანიები ხარჯავენ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დანერგვის, არსებული ოპერაციების გამოყენებისა და ბიზნესისა და […]

მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს. მეთიუ მილერს დაუსვეს […]

უკრაინა პოლონეთს ნოტას გაუგზავნის მსოფლიოს ჩემპიონ ოლექსანდრ უსიკის დაკავების გამო

უკრაინის პროტესტი გამოიწვია პოლონეთში უკრაინელი მოკრივის, მსოფლიოს ჩემპიონ (WBA, WBO, WBC, IBO ვერსიებით) ოლექსანდრ უსიკის დაკავებამ. უსიკი 17 სექტემბერს, საღამოს დააკავეს ქალაქ კრაკოვის აეროპორტში და მალევე გაათავისუფლეს. ოლექსანდრ უსიკმა, მიზეზის დაკონკრეტების გარეშე, მომხდარს უწოდა გაუგებრობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინელ დიპლომატებს. მანამდე მოკრივის ცოლმა ეკატერინამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ „არაფერი კრიმინალური არ მომხდარა“. შუაღამის შემდეგ, 18 […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გმირთა მოედანის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, აბულის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, მირიანის, ჯავახიშვილის, ერეკლე მეორის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, გუდანი, ატაბე, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. […]

დღეს რობინ დანიგანი EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რობინ დანიგანი EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით იმართება. EUGBC-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან დაგეგმილი კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის ყოველწლიური მიმოხილვის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიეღო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, – ამის შესახებ სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსეი მოჟინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „იმ დღეს, როდესაც ფონდის მისიას უნდა დაეწყო მუშაობა, სსფ-ის წესდების მე-4 მუხლზე კონსულტაციების ფარგლებში, ფონდის ხელმძღვანელობამ შეატყობინა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, […]

რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს

გამთენიისას ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას იგერიებს. ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. სად, დაკონკრეტებული არ ყოფილა. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავდასხმა იყო საბრძოლო მასალების […]