სერგო ჩიხლაძე – სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მოშიმშილე ბავშვს და მეტ გაღარიბებულ ოჯახს საქართველოში

„ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ გადახედავს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად ერთი თვე. 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა. როგორც სერგო ჩიხლაძემ […]

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ დარტყმას რუსული რაკეტების საწყობზე

რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში საბრძოლო მასალების საწყობზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. ეს BBC-ს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” დაუდასტურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას მედიასაშუალებები არ ასახელებენ. წყაროს თანახმად, ტოროპეცში წარმატებით შეუტიეს და გაანადგურეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების, „ისკანდერის” და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, […]

უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვის მხარდაჭერასაც ნიშნავს – ანალენა ბერბოკი

უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის გადარჩენას, – განაცხადა სამშაბათს კიშინიოვში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციაზე, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების საქმეებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. „ყველაფერი, რასაც ჩვენ უკრაინის მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მოლდოვის ირგვლივ სიტუაციის სტაბილიზაციისათვის ხელშეწყობასაც ნიშნავს“, – განაცხადა ბერბოკმა. გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად აღელვებთ ის, რომ, თუ უკრაინა დაეცემა, […]

საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა – კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელ ტონს კავკასიაში და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი მოჰყვა. „სულ უფრო იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას. ბოლო […]

გურამ მაჭარაშვილი – ფუი ეშმაკს! ასეთია როთის განცხადებებზე ჩემი პასუხი – უნდა თავის ეკლესიაში იაროს და რა პირადი ცხოვრებაც სურს, ის აიწყოს, ოღონდ გერმანიაში! აქ ნუ ჩამოდის

ჩვენ მიხაილ როთს არ ვეჯიბრებით, ვინ უფრო მეტად დადის ეკლესიაში – წავიდეს იმ გერმანიაში და სადაც უნდა იქ იაროს! აქ ნუ ჩამოდის და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ აკეთებს! უნდა თავის ეკლესიაში იაროს და რა პირადი ცხოვრებაც სურს, ის აიწყოს, ოღონდ გერმანიაში! – ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილი იმასაც […]

გიორგი ბარამიძე – ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინის დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო – ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კრემლში იციან, რომ ეს მოღალატური ბანდა არჩევნებს აგებს

ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან შეცვალოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სადაც დადგინდა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე […]

გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 3400-მდე აბონენტს შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 3400-მდე აბონენტს შეუწყდება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენა 19 სექტემბერს,10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე დასრულდება. „წყნეთის გზატკეცილზე გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ – 18 სექტემბერს 22:00 სთ-დან 19:00 სექტემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება წყნეთის გზ. 65 (ნაკ.07/011), ბაგები, წყნეთის გზ-ზე – […]

ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, შშმ პირების სადგომებზე – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გააჩერონ ავტომანქანები ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დგომა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს მიიღებს და სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია განხორციელდება. „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უდიდეს ყურადღებას […]

„ინფლაცია შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია” – ბრენდული მაღაზიების შემოსავლები ₾6 მლრდ-მდე გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბრენდული მაღაზიების შემოსავლები 16.5%-ით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. „ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას განაპირობებს: ინფლაცია, მოთხოვნის ზრდა და გეოგრაფიული ექსპანსია. ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი ახალი მაღაზიების გახსნას ჰქონდა 2018-2023 წლებში,“ – ნათქვამია კვლევაში. კვლევის თანახმად, ბრენდული ქსელების წილი 22%-დან 39%-მდე გაიზარდა 2018-2023 წლებში. „ბრენდული […]

აზერბაიჯანი, როგორც ყარაბაღის ტრიუმფის მძევალი

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა მშვიდობა – ღალატია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეგრამ არხებმა ბაჰრუზ სამედოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დეტალები, მისი დაკავების შესახებ ცნობის დადასტურებამდე დიდი ხნით ადრე გაამხილეს. ამის შემდეგ “Report.az-მა”, ბაქოს სატელევიზიო სიუჟეტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამედოვი “პროვოკაციულ ჯგუფის, No War-ის წევრი იყო 2020 წლიდან, ანუ სამამულო ომის პერიოდიდან, დაამყარა კონტაქტები სომხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან […]