კობახიძის თქმით, აშშ-სგან დამატებითი ნაბიჯების შემთხვევაში მოუწევთ პოზიციების გადახედვა
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს და მას უწოდა “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ მიმართული”. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გამო გუშინ, 17 სექტემბერს, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრისასაც და “მკაფიოდ დააფიქსირა”, რომ, “თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად […]
არენა დი ვერონაზე ეკატერინე ბუაჩიძის ბრწყინვალე დებიუტი შედგა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის ეკატერინე ბუაჩიძის (პედაგოგი – დოდო დიასამიძე) ბრწყინვალე დებიუტი შედგა არენა დი ვერონაზე. ღონისძიების შემადგენლობაში ცვლილების შედეგად კატოს საშუალება მიეცა ამ დიდ სცენაზე შეესრულებინა როზინას არია ჯ. როსინის ოპერიდან “სევილიელი დალაქი”. „მადლიერი ვარ ჩემი დებიუტისთვის როზინას როლში “Il Barbiere di Siviglia”-ში, რომელიც Arena di Verona-ზე შედგა […]
„მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით“ – გახარიასა და ხაზარაძის მორიგი შეხვედრა დასრულდა
დასრულდა ოპოზიციური პარტიების, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერების, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მორიგი შეხვედრა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შესაბამისად, მოლაპარაკების მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნებზე ორი პარტიის ერთ საარჩევნო სუბიექტად გამოსვლა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯერჯერობით შეთანხმება ვერ შედგა. „მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან. როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით. ვნახოთ, […]
რევოლუცია ყავის სამყაროში

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც დღითი დღე იზრდება. ყავის მოხმარება სწრაფი ტემპით იმატებს ჩაის ტრადიციულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. მოთხოვნის მატებასთან ერთად იზრდება ყავის პლანტაციების ფართობი. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მარცვლეული კულტურა ტყეების მასიური გაჩეხის ხარჯზე შენდება. ,,ველური ბუნების მსოფლიო ფონდის’’ მონაცემებით, ტყის მასიური განადგურების მიზეზებს შორის, ყავის პლანტაციების გაშენება […]
მჯერა, ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება – ივა ჭყონია

“სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ”, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების აშშ-ს ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჭყონიამ მედიასთან განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სექტორი ჩამოიშლება. “ეს სანქციები დაწესებულია კონკრეტული […]
სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის შეთანხმება – გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებაზე
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯერჯერობით „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. გახარიას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თავის გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა. „პრეზიდენტს დაველაპარაკები. რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. მამუკას რაღაც უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და როგორც ჩანს ვერ მოახერხა ჯერჯერობით. […]
სომხეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსული კვალის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს
სომხეთში რუსული კვალის მქონე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ “წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპირების” მცდელობა გამოააშკარავეს, რომლის მონაწილეებიც მომზადებას რუსეთში გადიოდნენ. მათი ცნობით, აღნიშნული პირები ძალაუფლების ძალით მოპოვებას აპირებდნენ, რისთვისაც თვეში 220 000 რუბლს იღებდნენ. მათ 2024 წლის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეებისა და მთიანი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0211 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0060 ლარს შეადგენდა. […]
გიორგი გახარია – პრეზიდენტს დაველაპარაკები, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის, ჩემდა სამწუხაროდ – ვნახოთ, დაველოდები
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ მედიასთან განაცხადა, როგორც ჩანს, ხაზარაძემ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა. “პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა: „როგორც ჩანს, მამუკამ […]
პრემიერი – მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ. „თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის რეკორდული […]