ვილი სანიოლი უეფა-ს კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო

ბერლინში უეფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების მე-14 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ევრო 2024-ის აღმოჩენის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იყო. „ჯვაროსნების“ დამრიგებელი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. მან გერმანიის (იულიან ნაგელსმანი), პორტუგალიის (რობერტო მარტინესი) და საფრანგეთის ნაკრებების (დიდიე დეშამი) მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. […]
პუტინმა დუმას გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმას რატიფიცირებისთვის გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული „ხელშეკრულება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ”. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 19 სექტემბერს, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი დოკუმენტი დუმის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. მას თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ ამ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის […]
პრეზიდენტი კესარია აბრამიძეზე: საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა!

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკში“. კესარია აბრამიძე მკვდარი იპოვეს 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში. განზრახ მკვლელობის ბრალდებით […]
სადაც ხვიჩაა, იქ ჩემპიონობა ისევ შესაძლებელია – საუკეთესოს ახლა კვარაცხელიასა და ლუკაკუს შორის აარჩევენ?!

როცა “ნაპოლიმ” ახალი სეზონი საშინლად დაიწყო, დავწერეთ – აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის; ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!.. ამაზე ერთ-ერთი მკითხველისგან ასეთი კომენტარი მივიღეთ – “აგვისტოს მარცხს არავითარი უპირატესობა არცერთ თვესთან ჩემპიონატისა არ აქვს, მარცხი მარცხია, ფეხბურთის ცოტა უნდა ესმოდეს, ექსპერტობას ვინც ცდილობს, ტრანსფერები უკვე […]
ფონსეკას ბედი დერბიზე გადის – “მილანს” შესაძლოა, მალე ყოფილი მწვრთნელი დაუბრუნდეს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “მილანის” მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ბედი დერბი “დელა მადონინაზე” გადის. თუ “როსონერი” 22 სექტემბერს ნომინალური სტუმრის რანგში “ინტერთან” დამარცხდება, პორტუგალიელს გაათავისუფლებენ. უკვე დასახელდა ის სპეციალისტები, რომლებმაც შესაძლოა, ფონსეკა ჩაანაცვლონ. საინტერესოა, რომ “მილანის” დამრიგებლად შესაძლოა, დაბრუნდეს მასიმილიანო ალეგრი. დი მარციოს ცნობით, “როსონერიში” ედინ ტერზიჩს, მაურისიო სარისა და თომას ტუხელსაც […]
ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ. სააგენტოს ინფორმაციით, მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. მედიატურის მონაწილეები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული პარკების […]
„კოქსართროზის ძირითადად რისკ ჯგუფში ასაკოვანი და ჭარბწონიანი პაციენტები არიან“ – გიორგი ჯგუშია

„კოქსართროზის ძირითადად რისკ ჯგუფში ასაკოვანი და ჭარბწონიანი პაციენტები არიან“, -ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ – ტრავმატოლოგმა გიორგი ჯგუშიამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია პაციენტმა დაავადების პირველივე სიმპტომების დროს მიმართოს სპეციალისტს, რადგან ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია სპეციფიკური ვარჯიშების და მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევა, რომელიც დაავადების განვითარების პროცესის შედარებით შეჩერებას დაეხმარება. „კომერსანტი“ გიორგი ჯგუშიას კოქსართროზზე, მის სიმპტომებზე, მენჯ-ბარძაყის […]
ავტომაგისტრალზე მინიმალური სიჩქარე დადგინდება

კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი გზის მონაკვეთი უკვე გაიხსნა ივლისის ბოლოს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა შენდება. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს […]
„ბანკების სასწორზე – ერთ მხარეს სებ-ის ბრძანების დარღვევაა, მეორე მხარეს კი მილიარდობით ზარალი და საბანკო სისტემის ჩამოშლა“ – გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე დაკისრებული ფინანსური სანქციები საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სანქცირებული პირები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არიან. გიორგი კეპულაძემ ,,კომერსანტის დილასთან“ იმ პოტენციურ რისკებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც საბანკო სექტორი დადგება, თუ საჭიროების შემთხვევაში, სანქციებს არ აღასრულებს. მისი თქმით, სანქციების არშესრულება ეკონომიკურ რყევებსა და სექტორის ჩამოშლას […]
„კამერებში ჩანს, როგორ მიდის მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მკვლელობის შემდეგ…“ – სად დააკავა პოლიციამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა. მისი თქმით, სახლში იმყოფებოდა, […]