რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია […]
ნინო დოლიძე – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში – ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია და მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი გამოწვევა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაა. „საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, რა ეტაპზეა დემოკრატია ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არჩევნები ბევრი […]
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შინ ბეთისა და ისრაელის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გასულ თვეში დააკავა და მისი მისიის სამიზნეებს შინ ბეთის ხელმძღვანელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი წარმოადგენდნენ. ეჭვმიტანილს, 73 წლის მოტი მამანს, ბრალი დღეს […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. „ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც […]
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვაზე – საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზად არის აშშ-სთან ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები – „გამჭვირვალობის კანონსა“ თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია. „როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია „თვალებში ნაცრის შეყრა“, გამჭვირვალობის კანონის რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები […]
კახა კალაძე – თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. „ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს […]
კახა კალაძე – რომელი სანქციები, ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, მეორედ დავსანქცირდით?

რომელი სანქციები, ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, მეორედ დავსანქცირდით? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, იცავს ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის, ისეთი პატარა, თუმცა ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გამოიყენოს და ჩააგდოს მსგავს მძიმე […]
„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი – განვიხილეთ ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს შეხვდა. ზაურ დარგალის განცხადებით, შეხვედრაზე ქალთა წინაშე არსებული საკითხები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო კონფერენციით იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი გამოწვევები და შესაძლებლობები“, იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ასევე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის, რომელსაც რამდენიმე ევროპული ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები დაესწრებიან, […]
“დაურეკავს და უთქვამს, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო” – რას ჰყვება კესარიას მეგობარი

გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე გამოცემა “ამბებთან” ამბობს: ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, დღეში ოთხჯერ-ხუთჯერაც კი. იმ დილასაც რაღაც გამომიგზავნა, მომხდარს არ შეეხებოდა. შემდეგ მთელი დღე აღარ შემხმიანებია. საღამოს ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან […]