ჩვენი მოლოდინით, მთლიანი ინფლაცია მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ დარჩება – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „გლობალური ფინანსური სისტემა ახალ სამყაროში: მონეტარული პოლიტიკის შედეგები“ მიიღო მონაწილეობა. სესიას Reinventing Bretton-Woods Committee-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ უზანი უძღვებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, აკილჟან ბაიმაგამბეტოვი, საერთაშორისო […]

ამერიკულმა ბანკებმა ანგარიშები რომ დახურონ, ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში – გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ქვეყნის ნომერი პირველი ბანკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. ქადაგიძე ამბობს, რომ ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. მისი თქმით, ამ აღნიშნულმა ბანკებმა ანგარიშები რომ დახუროს, ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში. „ეროვნული ბანკი მორიგ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, როდესაც მიუთითებს, რომ მურუსიძის სასამართლოს დასტური სჭირდება სანქციების […]

„გახარია საქართველოსთვის“ – ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა – ჩვენსა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული […]

დენიელ ფრიდი – ძალიან საინტერესოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგა – ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ, თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი] ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ, თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა,- ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, […]

ესაა ტრანსფობიური პოლიტიკის შედეგი – თანასწორობის მოძრაობა კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობა ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგია. „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ეს დანაშაული, არის შედეგი ბოლო წლებში მიმდინარე ჰომო, ბი, ტრანსფობიური პოლიტიკისა, რომლის მთავარი მიზანი ლგბტქ ადამიანების სიცოცხლის გაუფასურებაა. სამწუხაროდ, აქაც ყველაზე გარიყული და მოწყვლადი ტრანს ადამიანები არიან, განურჩევლად იმისა, რამდენად […]

ბალდის პროტესტის მონაწილე ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბალდის კანიონთან მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძროაბა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ავრცელებს. „ინდიკო ბჟალავა თავისუფალია! 98 დღიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ინდიკოს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა! ეს გამარჯვება ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისა და შეუპოვრობის დამსახურებაა“, – წერს მოძრაობა. ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში […]

ჩვენი მხრიდან [გუნდში] პოზიციები თითქმის შეჯერებულია – ხაზარაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის წევრებს შორის თითქმის შეჯერებული პოზიციები გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს დღეს, 19 სექტემბერს, განუცხადა პრეზიდენტის შუამავლობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე. „ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. ჩვენი მხრიდან [გუნდში] პოზიციები, თითქმის, შეჯერებულია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ხაზარაძე შეთანხმებას ვერ აღწევს თავის კოალიციაში […]

ოკუპანტებმა ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სუსი-ის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ამოქმედებულია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის […]

ნინო ლომჯარია – მომავალი არჩევნები რეფერენდუმია, სადაც დაისმება კითხვა, ავირჩევთ ევროპულ მომავალს, თუ რუსული გავლენის ქვეშ დარჩენას

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკა თუ გადაწყვეტილებები მიანიშნებდა­ საით მიდიოდა ქვეყანა, ალბათ, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ერთ დღეს მიღებული გვექნებოდა „რუსული კანონი“ და მთელი დასავლური ცივილიზაცია გამოცხადებული იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების მტრად, – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. […]

ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ. „აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა […]