“ჩვენ ყველაფერი დავთმეთ… ჩვენდა სამწუხაროდ, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია” – გახარიას პარტია

მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის […]

მოსკოვი და კიევი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ კურსკის ოლქში ვითარებაზე

მოსკოვი და კიევი წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ ვითარებაზე რუსეთის დასავლეთში მდებარე კურსკის ოლქში. რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებას მიაღწია იმ ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიგდეს ხელთ. უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა, ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაურმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, 19 სექტემბერს განაცხადა, რომ […]

„გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ამ ეტაპზე „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეთანხმება ვერ შედგა. განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია. პარტია მადლობას უხდის „ლელოს“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ ამ მ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა. „ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო […]

დევიდ კრამერი – შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას „ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრ ესკალაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ „ახლანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება“. აღნიშნულის შესახებ კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა. „ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში […]

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. სავარაუდოდ, ის პრეზიდენტს იმ დეტალებზე გაესაუბრება, რის გამოც, კოალიციასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის შეთანხმება ვერ მოხდა. მამუკა ხაზარაძის პრეზიდენტთან შეხვედრას კოალიციის პრესსამსახურიც ადასტურებს. ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და მიზეზად მამუკა ხაზარაძისა და […]

20 სექტემბერს, მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება

20 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერთან გაიმართება. პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 13:00 – 18:00 – ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა; 13:00 – 17:00 – ფოტო სივრცე; 14:00 – 18:00 – მუზეუმი ღია […]

თამარ კორძაია – პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა

პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ, ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს უკუსვლა და დავიბრუნოთ ყველა ის სიკეთე, რაც გვქონდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ერთიანობით უნდა დავამარცხოთ მოღალატე ხელისუფლება“. „რაც შეეხება სანქციებს, პერსონალური სანქციები, შესაძლოა, გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი და […]

ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო რუსეთს ჩააბაროს, სწორედ ამიტომ სჭირდება ის ციხეში

ყველას უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო რუსეთს ჩააბაროს, სწორედ ამიტომ სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ციხეში, – ამის შესახებ „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებებსა და პოზიციას ვერავინ ჩამორეცხავს. „ბიძინა ივანიშვილის […]

თურქულმა ბანკებმა რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს – Tass

რუსეთის ხელისუფლების 6-თვიანი მცდელობა, თურქეთთან საბანკო გადახდების განბლოკვის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია, კრახით დასრულდა. თითქმის ყველა თურქულმა ბანკმა უარი განაცხადა, რუსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებულ გარიგებებს მოემსახუროს, – იუწყება რუსული „ტასს“ წყაროებზე დაყრდნობით. „პირველ ეტაპზე რუსეთსა და ბელარუსთან დაკავშირებული გადახდების განხორციელება შეწყვიტა ყველა თურქულმა ბანკმა კაპიტალში უცხოური მონაწილეობით, ახლა კი მათ შეუერთდნენ სახელმწიფო და კერძო თურქული ბანკები, […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფაბრიკაში წიგნის ბაზრობა გაიმართება

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს ფაბრიკასთან – მულტიფუნქციურ სივრცესთან, რომლის ინიციატივით, 21-22 სექტემბერს წიგნის ბაზრობა გაიმართება. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი, მცირე ზომის, დამწყები, ან უკვე გამოცდილების მქონე გამომცმელობები, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობენ; წიგნის მაღაზიები ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, ფილმებსა თუ სხვა საკითხებზე; წიგნის ენთუზიასტები, რომლებიც […]