„დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეში სებ-მა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად ბანკებზე“ – Bloomberg-ზე ლარი უფასურდება

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მთავრობის უგუნურმა განცხადებამ და ეროვნული ბანკის ასევე უგუნურმა და ორაზროვანმა პასუხმა კითხვაზე, აღასრულებენ თუ არა საქართველოს ოთხ მოქალაქეზე დაკისრებულ ამერიკულ […]

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა წამყვანი ქვეყნების კვლევით უნივერსიტეტებთან“ – ვასილ გედევანიშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძე და სააგენტოს სპეციალისტები ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის გლაციოლოგებს, ამერიკის შეერთებული შტატების მეინის და საფრანგეთის უნივერსიტეტების მეცნიერებს შეხვდნენ. საქართველოში ვიზიტით მყოფ მეცნიერთა დელეგაციას ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე ხელმძღვანელობდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის მასშტაბით მყინვარულ ხეობებში მიმდინარე გლაციალური კვლევების შესახებ ინფორმაცია, სააგენტოში დანერგილი […]

დიმიტრი პესკოვი ყირიმის გაერო-ს მანდატით ქვეშ გადაცემაზე – ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია. „ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის დაყენება საკმაოდ აბსურდია. რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს რაიმე განხილვის, ან ვინმესთვის გადაცემის საგანი“, – აღნიშნა პესკოვმა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი რეფერენდუმის მომზადების მიზნით […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაღაროსკარის, ჩარგლისა და შუაფხოს მოსახლეობას შეხვდა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. „ადგილობრივებთან ბევრი ვისაუბრეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. საუბარმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, შევეხეთ როგორც ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებს, […]

პაველ ჰერჩინსკი ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე – ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას

ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ხალხმა ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ბორჯომის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის სოფლების: ციხისჯვარის, ანდეზიტის, ტაბაწყურის, მოლითის, ჭიხარულას, ბალანთასა და დაბა ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. „26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად […]

ელჩი: EU-მა არ აღიარა ბელარუსის არჩევნები – იმედია, საქართველოში აქამდე არ მივალთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს კონტექსტში პირველად ახსენა ბელარუსის არჩევნები, რომლის შედეგებიც ევროკავშირმა არ უღიარებია. მან თქვა, რომ “ეს ყველაზე ცუდი სცენარია და იმედია, აქამდე [საქართველოში] არ მივალთ”. მან იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, მოვლენების გაუარესების შემთხვევაში კი “ზომების მიღებაზე” საუბრობს. “ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი […]

გინახავთ სეპარატისტული ძალები საქართველოს შუაგულში რა ტერიტორიებს ითხოვენ? – გიორგი კობერიძე

გინახავთ რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალები საქართველოს შუაგულში რა ტერიტორიებს ითხოვენ? საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინდაუხედავი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ფონზე სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა და 2008 წლის აგრესიის სამხედრო დამნაშავე ედუარდ კოკოითიმ თრუსოს ხეობა მოითხოვა, სტეფანწმინდის სიახლოვეს, თუმცა ადრეულ განცხადებებში უშუალოდ სტეფანწმინდასაც და მცხეთამდე ტერიტორიებსაც კი ითხოვდა. ამავე სეპარატისტების მიერ თრუსოს ხეობის გარდა, წარსულში რამდენჯერმე გაჟღერდა მოთხოვნა […]

42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი

“მილანის” ყოფილმა ფორვარდმა და ამავე გუნდში ახლა უკვე პრეზიდენტის მრჩეველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ სეზონში 30 გოლს ახლაც 42 წლის ასაკშიც გაიტანდა. “ბოლო 20 წუთი მოედანზე შესვლა კიდევ შემიძლია. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ჩემპიონატში მინიმუმ 15-20 გოლს გავიტანდი – კიდევ 10-ს თასებზე. 30 გოლს გავიტანდი და თითო მატჩში მხოლოდ 20 წუთი ვითამაშებდი. მეტოქე უკვე დაღლილია […]

რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან

რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან IT ტექნოლოგიების მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან გამომდინარე, ნებისმიერი წარმატებული კომპანია ვალდებულია ტექ გუნდები პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებით დააკომპლექტოს. თიბისი მუდმივ განვითარებას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით უკვე წლებია წარმატებულად ახერხებს. თიბისის TechOps -ის მიმართულების თანამშრომლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე, KubeCon-ზე მოხვედრა ამის ნათელი მაგალითია. ევროპის გულში, ბერლინში მიღებული გამოცდილების შემდეგ […]