გიორგი გახარია – მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ „გახარია არ უნდა იყოს სიაში“ – პრეზიდენტმა დამიცვა

[მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში – ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ […]

სოფო ჯაფარიძე – ჩვენი კოალიციის მიზანია, გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და პროფესიონალები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებიან, გაიარონ რეაბილიტაცია

ჩვენი კოალიციის მიზანია, გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და სადაც პროფესიონალები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებიან, გაიარონ რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებას ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე, თავიანთი […]

გიორგი ამილახვარი თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 90-ე და 21-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მიმდინარე სასწავლო პროცესს მოადგილეებთან – ტარიელ გუგავასთან, თამარ მახარაშვილთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელ ირინა მარგიშვილთან ერთად გაეცნო. გიორგი ამილახვარი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და მათთან სკოლებში […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლ. ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – […]

დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს

დოდო აბაშიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 20 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს. ექსპოზიციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება მარკა „დავით (დოდო) აბაშიძე – 100 წელი”, რომელიც საქართველოს ფოსტამ მიმდინარე წელს გამოსცა. დოდო აბაშიძის სამსახიობო […]

“ლევან ცუცქირიძის განქიქება, იმის ფონზე, რომ გახარიას აქებ, კაცს, რომელიც არც ერთხელ არ დამდგარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, უსამართლობაა” – ნიკა გვარამია

“ლევან ცუცქირიძის განქიქება, იმის ფონზე, რომ გახარიას აქებ, კაცს, რომელიც არც ერთხელ არ დამდგარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, უსამართლობაა” – ნიკა გვარამია არ ვაპირებ ლელო/გახარიას მოლაპარაკებების განხილვას, ჩემს ინტერესს მიღმაა. რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ისაა, რომ უკიდურესი უსამართლობა, მორალის სერიოზული ხარვეზი და პოლიტიკური სიბეცე მგონია ლევან ცუცქირიძის განქიქება, კაცის, რომელიც ერთერთი ყველაზე გამორჩეული იყო რუსული […]

PayPal რუსების არააქტიური ანგარიშების მომსახურებისთვის საკომისიოს აიღებს

7 ოქტომბრიდან ამერიკული გადახდის სისტემა PayPal შემოიღებს საკომისიოს რუსეთიდან კლიენტების არააქტიური ანგარიშების მომსახურებისთვის 3500 რუბლის ოდენობით – ამის შესახებ PayPal-ის პრესსამსახურმა ხუთშაბათს, 19 სექტემბერს განაცხადა. თუ ანგარიშზე 3500 რუბლზე ნაკლებია, მასზე დარჩენილი მთელი თანხა ჩამოიჭრება. არააქტიური ანგარიში ნიშნავს იმას, რომ კლიენტი არ არის შესული თავის ანგარიშზე და არ გამოიყენა იგი თანხის გასატანად. ვრცლად korrespondent.net – […]

„ეს თავდასხმაა!“ – Culper Research-ის ანგარიშის შემდეგ, Kaspi.kz-ის აქციების ფასი 20%-ით დაეცა

19 სექტემბერს, Kaspi.kz-ის აქციებმა ნიუ-იორკის ელექტრონულ ბირჟაზე (NASDAQ) თითქმის 20%-ით დაიკლო და 1 აქციის ღირებულება 95 დოლარი გახდა (ასტანას დროით 20:00 საათისთვის). Kaspi.kz-ის ეს ვარდნა დაკავშირებულია Culper Research-ის ანგარიშთან, სადაც ნათქვამია, რომ ყაზახურმა ფინტექსმა „სისტემურად შეცდომაში შეყვანა ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები“. Culper Research ასევე ვარაუდობს, რომ Kaspi.kz-ს ემუქრება შეერთებული შტატების სანქციები. იმავე დღეს, გვიან საღამოს, […]

Yandex Go-მ საქართველოში დამატებით ახალი სერვისი – მგზავრობის დაზღვევა უზრუნველყო (რ)

ტაქსის გამოძახების სერვისმა, Yandex Go-მ საქართველოში მგზავრობის პერიოდში, როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის დამატებითი უფასო პროგრამა შემოიღო. სადაზღვევო თანხის მოცულობა 30 ათას ლარამდეა განსაზღვრული და ის როგორც მძღოლის, ასევე მანქანაში მსხდომი თითოეული მგზავრის უსაფრთხოების დაზღვევას მოხმარდება. მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის სადაზღვევო მომსახურება უფასოა და ის უკვე ფუნქციონირებს ყველა იმ სამგზავრო პაკეტში, რომელიც Yandex […]