„British Airways და EasyJet ორი მთავარი ავიაკომპანია თბილისსა და ლონდონს ერთმანეთთან დააკავშირებს“ – ბრიტანული მედია

გავლენიანი ბრიტანული გამოცემები: Independent, Daily Mail, business Traveller, Travelradar და Euronews დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას ეხმაურებიან. „დიდი ბრიტანეთის უდიდესი დაბალ ბიუჯეტური ავია კომპანია EasyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისისკენ რეისებს აპრილიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს. პირდაპირი ფრენის მანძილი 2,223 მილია და 5 საათი და 40 წუთი დასჭირდება“, – წერს ავიაციის ანალიტიკოსი სენ მოლტონი. „EasyJet-ის ქსელისთვის […]
მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის

გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია, – ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ […]
მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თავდაპირველ შეხვედრაზე 9 პუნქტზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არგუმენტი, რომ ეს მოლაპარაკებები ინტერვიუმ ჩაშალა, არასერიოზულია. ამასთან, მისივე თქმით, თუ პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული მართვა სურთ, მაშინ უნდა მიეჩვიონ, რომ კოალიციურ […]
მამუკა ხაზარაძე – გახარიამ თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია – ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას

დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას – მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ახალი პირობები ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათი გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უნდა ჩამოშორდეს კამპანიას. „დღეს გახარიამ […]
„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. მათივე ცნობით, ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 21 სექტემბრის 23:45-დან 22 სექტემბრის 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედანს, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. „რუსთაველის გამზირიდან […]
Lamborghini საბავშვო ეტლს გამოუშვებს

ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური კომპანია, Lamborghini საბავშვო ეტლს, Reef AL Arancio-ს გამოუშვებს. ინფორმაციას Creapills ავრცელებს. საბავშვო ეტლის დიზაინი Lamborghini-ის ავტომობიელბის, კერძოდ, Huracán STO-ის ან Urus Performante-ის მოდელებით იქნება შთაგონებული. კომპანია მას ბავშვთა მოვლის ბრენდ Silver Cross-თან თანამშრომლობით გამოუშვებს. ეტლის შეძენა 2025 წლის იანვრიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა რაოდენობა შეზღუდული იქნება და მხოლოდ 500 […]
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8.8%-ით გაიზარდა – ყველაზე მეტად ლითონის მადნები გაძვირდა

2024 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 8.8 პროცენტიანი მატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. „ამავე პერიოდში […]
გახარია: „ლელოს“ მოთხოვნა იყო, არ ვყოფილიყავი სიაში, რასაც დავთანხმდი

„ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში“, – აცხადებს ექსპრემიერი გიორგი გახარია „ლელოსთან“ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების შესახებ. რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ლელომ“ მოლაპარაკებებში ეს პუნქტი წამოაყენა და, გახარიას თქმით, იგი ამას დათანხმდა. „მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა … ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე […]
ოფშორებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია – მინისტრის მოადგილე

“ოფშორების კანონის” ამოქმედებიდან 3 თვეში ე.წ. ოფშორული ზონებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე BMG-სთან ამბობს, პროცესს დრო სჭირდება. “თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამას ერთი და ორი თვე არ ეყოფოდა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ იყო გარკვეული ვადები აღებული ამ ნაწილში. პირველი ნიშნები, ალბათ, უნდა 2025 წლის მეორე ნახევრიდან უნდა იყოს. კომპანიები აქტივების გადმოტანას […]
ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციები 20%-ით დაეცა – მიზეზები

ქართველი მილიარდერი მეწარმის, მიხეილ ლომთაძის კომპანიის, Kaspi.kz-ის აქციების ღირებულება Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში თითქმის 20%-ით დაეცა. კომპანიის მკვეთრი დაღმასვლის მიზეზი Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია, რომელშიც ანალიტიკოსები Kaspi.kz-ს ბრალად სდებენ ამერიკელი ინვესტორების მოტყუებას, მანიპულაციას და ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. Culper Research-ის ანგარიშს მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და გამოქვეყნებული […]