ხაზარაძე შეუძლებელს უწოდებს გახარიას ახალი პირობების ხელმოწერას. მზადაა მანამდე შეთანხმებულის ხელმოწერაზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს”ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან, ამბობს, რომ შეუძლებელია მის მიერ დღეს 20 სექტემბერს, წარმოდგენილი პირობების შესრულება. გახარიამ თქვა, რომ მზადაა, საპარლამენტო არჩევნებისთვის „ლელოსთან“ საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია მის სამ პირობას დათანხმდება. (ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ […]
პაატა დავითაია – თუ გაცხადებული პირობები არ არის წინაასაარჩვენო სპეკულაციები, გამოვხატავთ მზაობას, „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმა, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა, დავუთმოთ გაერთიანების მსურველ პოლიტიკურ ძალებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია განცხადებას აქვეყნებს. „ვითვალისწინებთ რა მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა ორი პოლიტიკური გუნდის გაერთიანების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოლოდინს ოპოზიციური ძალების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რასაც ადასტურებს ყველა კვლევა, მზად ვართ, კვალიფიციური სუბიექტის „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმა, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა, შევთავაზოთ დიალოგში მონაწილე მხარეებს. პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ფლობს ყველა ტექნიკურ […]
„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 21 სექტემბრის 23:45-დან 22 სექტემბრის 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედანს, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. რუსთაველის გამზირიდან […]
“იუვენტუსის” მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

21 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს, ტიაგო მოტას კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე სისტემტურად უხეშობაზე. “მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭები მოედანზე წესების დასარღვევად არ გადიან. შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ. მათ ყოველთვის ფეხბურთის თამაში უნდათ. კიდევ […]
McDonald’s ₾23 მილიონის ინვესტირებით თბილისში 2 ახალ რესტორანს ხსნის

McDonald’s საქართველო ქსელის გაფართოებას აგრძელებს და 23 მლნ ლარის ინვესტიციით თბილისში, გოთუას ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე 2 ფილიალს ხსნის. McDonald’s-ის რიგით 24-ე რესტორანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩა #7-ში სტუმრებს უკვე მასპინძლობს, მისი ოფიციალური გახსნის ღონისძიება კი 1 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ამავე დღეს სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობა კიდევ ერთ ფილიალს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოფიციალურად […]
65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა – წილოსანის მამა სააპელაციომ გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე “ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები გაამართლა. ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს და წერს, რომ პალატამ განაჩენი 4 სექტმებერს გამოიტანა, რომლითაც სააპელაციომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა. საქმეში ბადრი წილოსანის გარდა ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო […]
ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. “რუსეთის უწყვეტი თავდასხმების გამო უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად”, – წერს ურსულა ფონ დერ […]
დიახ, თუ არჩევნები გაყალბდება, უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება – გრეგოროვა

“ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს, იმიტომ, რომ ეს საშუალებას აძლევს ქართველ ხალხს ევროკავშირში იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი; და არა ისე, როგორც ამას მათ მთავრობა უხატავს. თუმცა, ამავე დროს, ისიც მართალია, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენ გვაქვს ქვეყნებთან, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ გვეშინია, რომ ესა თუ ის ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობას […]
უკრაინის “გამარჯვების გეგმა” ამაზეა დამოკიდებულია და ეს პროცესი არ უნდა გადაიდოს – ზელენსკი

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში, დამოკიდებულია მოკავშირეების მიერ მიმდინარე წელს მიღებულ სწრაფ გადაწყვეტილებებზე– განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ზელენსკის თქმით, მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განიხილავს “გამარჯვების გეგმას”. „გეგმის გადაწყვეტილებების უმეტესობა მასზე (ბაიდენზეა) დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც შეერთებული შტატების კეთილგანწყობასა […]
მაიკლ როთი – საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა. „ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე… [საქართველოს] […]