“რიგ შემთხვევებში, კომპანიებს თვეში ₾10-15 ათასის ჯარიმა მოსდით” – დისტრიბუტორები პარკირების ჯარიმების გამო ჩივიან

სადისტრიბუციო ბიზნესი პარკირების გაზრდილ ჯარიმებზე ჩივის. რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური […]
ევროკავშირი უკრაინას $39 მილიარდს გამოუყოფს, რაც რუსეთის აქტივებიდან დაფინანსდება

ევროპული კომისიის ინიციატივით, ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდამდე ევროს გამოუყოფს (დაახლოებით $39 მილიარდი). ეს თანხა კრედიტის სახით გაიცემა და რუსეთის დაბომბვებით მიყენებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მზარდი საჭიროების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ევროკომისიის კრედიტი დიდი შვიდეულის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ცდილობს ფონდების მოზიდვას იმ შემოსავალზე დაფუძნებით, რაც რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით გახდება შესაძლებელი. მოსკოვს სანქციები სწორედ მეზობელ სუვერენულ უკრაინაში […]
რუსეთმა დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ხალხს თავს ახვევენ „ნეოლიბერალურ ფასეულობებს”

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა ხელისუფლებების მიერ თავს მოხვეული „დესტრუქციული ნეოლიბერალურ წესები“ ეწინააღმდეგება „ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს.” სიაში 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ბაჰამის კუნძულები და სხვა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ სიაში არ […]
რუსეთში iPhone 16-ის ფასი 50%-ით უფრო ძვირია, ვიდრე დასავლეთში – Reuters

რუსეთში Apple-ის უახლესი თაობის მობილურებზე მოთხოვნა 15%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მის წინამორბედ მოდელებზე, მიუხედავად იმისა, რომ iPhone 16-ის ფასი თითქმის 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთში – ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ გადამყიდველებზე დაყრდნობით წერს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დასავლური კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, მოსკოვმა ქვეყანაში “პარალელური” იმპორტი დაუშვა, რომელიც გადამყიდველებს საშუალებას აძლევთ, ქვეყანაში ბრენდები […]
გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ ითამაშა სასტარტოში – “ემპოლიმ” “კალიარის” სძლია [VIDEO]

სერია A-ს მეხუთე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე „კალიარის“ 2:0 მოუგო. სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ზედიზედ მესამედ დააყენა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ძირითად შემადგენლობაში და ქართველმა იმედები ისევ არ გაუცრუა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, whoscored 7.0, sofascore 6.6. „ემპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს […]
ჩაკვეტაძემ ივარჯიშა და ალბათ, “ნორვიჩთან” ითამაშებს

“უოტფორდის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც “კოვენტრისთან” მატჩისას ტრავმა მიიღო და შეცვალეს, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ასე რომ, ჩაკვეტაძე 21 სექტემბერს დიდი ალბათობით “ნორვიჩთან” შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. “უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ განაცხადა, რომ მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავლენ. დაპირისპირება “კაროუ როუდზე” თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი

მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი. როგორც მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიის გლობალური პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა ტორნტონი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით ანგარიშში წერს, აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეული […]
როგორ უნდა გადაიჭრას საცობების პრობლემა თბილისში?

„რაც უფრო მეტი კორპუსია ქალაქში, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილია. ქალაქი უნდა გაიშალოს“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი მჭიდრო განაშენიანება და ცენტრში მაღალსართულიანი კორპუსების აქტიური მშენებლობაა. „მიუხედავად თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკისა, რომ შემცირდეს ავტომობილების და საპარკინგე სივრცეების რაოდენობა, მანქანების […]
ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტად გამდიდრებული ქვეყნები

მსოფლიოს მასშტაბით სიმდიდრის განაწილება სწრაფად იცვლება – ყოველ წელს ზოგი ქვეყანა უფრო მეტად მდიდრდება, ვიდრე სხვა ქვეყანა, რაც ბუნებრივი პროცესის ნაწილია. ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფი ზრდის დინამიკით გამოირჩევიან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მეტ ყურადღებას იღებენ, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მათი განვითარების ტემპს. ამჯერად გაგაცნობთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებმაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა […]
არჩევნების ფონზე უძრავი ქონების ყიდვაზე მოთხოვნა შენელდა

უძრავი ქონების ბაზარზე ბინის ყიდვაზე მოთხოვნა შემცირდა, მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდია. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ მოთხოვნის შემცირება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ბუნებრივია და ის სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასტაბილურდება. მისივე შეფასებით, დეველოპერულ ბიზნესს გაყიდვების სტიმულირებისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელება მოუწევს, მათ შორის ფასის მცირედით შემცირება, რადგან ამ კუთხით დიდი რესურსი გაძვირებული სამშენებლო მასალების […]