გიორგი ტყემალაძე – ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენი ქალაქი კი განვითარებას გააგრძელებს

ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური […]
კოტე ზარნაძე – დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება

გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას. სიტყვის დასაწყისში კოტე ზარნაძე კახა კალაძეს და […]
ვიდეო: “თქვენი საბლატაო აღარ არის ამ ქვეყანაში” – დაპირისპირება გადაცემაში

გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი დავით ნებიერიძე და უფლებადამცველი ბესო დანელია:
ვიდეო: “დიდი მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის!“- ზურა ხაჩიძე

ჯგუფი “ქუჩის ბიჭები“ წინასაახალწლოდ საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს. მორიგი კონცერტი ჯგუფმა ზუგდიდში გამართა. კონცერტიდან ვიდეოს ფრაგმენტს ჯგუფის წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის: “დიდი მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მადლობა მეუფე გერასიმეს დალოცვისთვის! ამინ. მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში. ნახეთ კადრები:
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილსა და ვეტერანებს შორის შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ვეტერანებს შორის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტსა და სამხედრო და ძალოვან სისტემათა ვეტერანებს შორის განსახილველი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვეტერანებმა განაცხადეს, მათ სალომე ზურაბიშვილს სახალხო ფორუმის შექმნა შესთავაზეს, სადაც საზოგადოებრივი ჯგუფებიდან იქნებიან წარმომდგენლები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვისა და კრიზისიდან გამოსვლისთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მათივე თქმით, პრეზიდენტთან […]
ელექტროენერგიის კრიზისის გამო, აფხაზეთის ეკონომიკა გაჩერებულია… მაინინგით გამდიდრებულ ოჯახებს ეძებენ და ანადგურებენ- შმაგი სამხარაძე

აფხაზეთი შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს,- ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ შაბათს, 21 დეკემბერს განაცხადა. მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის დეფიციტია. დენის გათიშვას თან განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაჩერება მოჰყვა. რუსეთის საელჩო მოქალაქეებს მუდმივად აფრთხილებს, აფხაზეთში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი, შმაგი სამხარაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკის ყველა დარგი, ფაქტობრივად […]
ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო – სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა. ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების […]
Reuters – ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მკვლელობის საქმე შეწყვიტა

ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ამერიკელი პროდიუსერისა და მსახიობის, ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადასაღებ მოედანზე ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვას უკავშირდებოდა, შეწყვიტა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისიმ სასამართლო პროცესზე გააუქმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნეს. „დღევანდელი გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმების შესახებ არის […]
კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე – ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული

რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. თბილისის მერის […]
“იუვენტუსმა” შესაძლოა, დისასი დაიმატოს

“ჩელსის” მცველი აქსელ დისასი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარის წესით “იუვენტუსს” შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბებერი ქალბატონი” 26 წლის ფრანგს ბრემერისა და ხუან კაბალის შემცვლელად განიხილავს, რომლებიც ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებენ. მას შემდეგ, რაც “არისტოკრატები” ენცო მარესკამ ჩაიბარა, დისასიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მეტი […]