ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ვიცი, რომ ისტორია ამას სწორად შეაფასებს – კახა კალაძე

„მე ზუსტად ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩვენი გუნდი ამ ქვეყნისთვის და ისიც ზუსტად ვიცი, ისტორია ამას სწორად შეაფასებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული, მშვიდობიანი და […]
მირტყამდნენ თავში, ერთ-ერთი მახრჩობდა – საბა სხვიტარიძე დაკავების დეტალებს სასამართლოში იხსენებს

სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე, რომელსაც “ოცნების” სასამართლო უკვე მეორედ ასამართლებს, საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოვიდა. ჩემი დაკავება მოხდა უმიზეზოდ, არც არავის განუმარტავს, რომ კანონს ვარღვევდი. პოლიციას არ გაუჟღერებია მოთხოვნა მაშინაც, როცა კორდონი დაიძრა, ჩვენ უკან მივდიოდით. მოშორებით ვიყავით პოლიციისგან, როცა ჩოჩქოლი ატყდა, იქითკენ წავედი, რომ გამეგო, რა ხდებოდა. ამ დროს, გამოვარდა ერთი პოლიციელი, დამეტაკა, ვერ ვხვდებოდი […]
შოკოლადის მწარმოებელ Cadbury-ის ბრიტანეთის სამეფო კარის ორდერი გაუუქმდა – სავარაუდო მიზეზი რუსეთში ოპერირებაა

170 წლის შემდეგ პირველად, შოკოლადის მწარმოებელი Cadbury სამეფო კარის ორდერის მქონე კომპანიების სიიდან ამოიღეს. რაც ნიშნავს, რომ ის უინძორების ოფიციალური მომმარაგებებლი აღარ არის. მიზეზი, სავარაუდოდ, Cadbury-ის მფლობელი კომპანია Mondelez International-ის რუსეთში ოპერირებაა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მეტროსადგურის – „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, სამუშაოების ძირითადი ნაწილი კი ისევ შეუსრულებელი. მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები – მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კონტრაქტორ „ბადა ქონსთრაქშენს“ მიღებული აქვს თანხის 22 პროცენტი (3 მილიონ ლარამდე), რაშიც შედის ავანსი (2,5 მილიონი ლარი) და შესრულებული სამუშაოებისთვის გახადახილი […]
გივი ჩხარტიშვილი – დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა, თბილისის მერს, კახა კალაძეს, მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახნას ეხებოდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დედაქალაქის მერს მადლობა გადაუხადა როგორც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, […]
ლევან არველაძე – წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება

წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა. საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარსდგა, ლევან არველაძემ იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია გაწერილი. „ლევან არველაძემ […]
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ფედერიკო მეორეს სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (UniNa) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დიზაინის (ბაკალავრიატი) და მედიცინის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები როგორც KIU-ის, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ დიზაინისა და მედიცინის მიმართულებებით. „სასწავლო პროცესს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის სახელმწიფო […]
ბსუ აგრძელებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები აბიტურიენტების უფასოდ მომზადებას

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უფასოდ ამზადებს. 1-ელ დეკემბერს უნივერსიტეტმა განაახლა აბიტურიენტთა მომზადების მოკლევადიანი მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ბსუ-ს […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო – სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან […]
გურამ ოქროპირიძე – წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარადგინა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წელს, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „მათ შორის აღსანიშნავია მრავალფუნქციური ცენტრების კონცეფცია, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, ასევე […]