ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, – ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება. „ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი […]

ევროკავშირში მეღვინეობის სექტორის გაძლიერების გეგმა წარადგინეს

ევროკავშირმა წარმოადგინა კომპლექსური გეგმა 2025 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს გაერთიანების მეღვინეობის სექტორის გაძლიერებას მოხმარების შემცირების, კლიმატის ცვლილებისა და ექსპორტის გაურკვევლობის პირობებში. ამის შესახებ The Drinks Business იტყობინება. პროგრამა მიზნად ისახავს ჭარბი წარმოების შემცირებას და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას. ამჯერად წინადადებები ეხება რისკის მართვის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას და ბაზარზე ადაპტაციას. ევროკავშირის გეგმა ხაზს უსვამს რისკების მართვის ინსტრუმენტების გაუმჯობესების აუცილებლობას, […]

“ბევრი საქმეები მქონდა“ – რატომ არ დაესწრო თემურ ჭყონია პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრას

“აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-სთან პრემიერ მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. მის თქმით, მოსაწვევი საერთო ჩატით ყველას გაუგზავნეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, ვერ დაესწრო. თუმცა, თემურ ჭყონია იქვე აღნიშნავს, რომ “ეს თემები“ მისთვის მოძველებულია. “მოსაწვევი ყველას […]

არჩევნების დღეს PACE-ის დამკვირვებლების მანქანა კუნთმაგარმა კაცების ჯგუფმა გაანადგურა – სკანდალური ანგარიში

სკანდალური ანგარიში – PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებლის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით. დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, განსაკუთრებით სოფლად და მმართველი პარტიის საჯარო განცხადებებით ძირითადი ოპოზიციის აკრძალვაზე. ანგარიშში, სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების გარდა, საუბარია […]

“როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, ქოცი ყველა ვარიანტში მოგებული რჩება” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ქართული ოცნების მომხრეთა აზრებს რომ ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხალხი 2012 წლის ოქტომბრიდან ბიძინამ რაღაც პოსტსაბჭოურ ვირტუალში, კერძოდ საკუთარი სიზმრების, ილუზიების და კლიშე-სტერეოტიპების სამყაროში შეიყვანა. ესენიც გაჰყვნენ, შეჰყვნენ, შეტოპეს ბოლომდე, და ახლა უცებ რეალობასთან რომ მოვიდნენ წინააღმდეგობაში, არ ეთმობათ იქაურობა, ბოლომდე ებღაუჭებიან და ისეთ იგავმიუწვდომ იდიოტობებს ლაპარაკობენ, ისეთ კლინიკურ არაადეკვატურობაში […]

“ჩემთვის შობა იწყება 25 დეკემბერს და სრულდება 7 იანვარს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: ჩემთვის შობა იწყება 25 დეკემბერს და სრულდება 7 იანვარს ვინც ჩემსავით ხართ და ვინც ჩემსავით არ ხართ, მთელი ორი კვირა ყოველდღე გილოცავთ კაცობრიობის უმშვენიერეს და ქრისტიანობის ყველაზე ლამაზ დღესასწაულს – ადამიანთა შორის ღმერთის დაბადებას დედამიწაზე. ერთიანი ევროპული საქართველოს შობას გისურვებთ ყველას.

“იბერია 1999” 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

მიხეილ მესხის სახელობის 17-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული “იბერია 1999”-ის ასაკობრივი გუნდი გახდა. გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრები ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დააჯილდოვა. “იბერია 1999”-ის 17-წლამდელთა გუნდმა გათამაშება 63 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე და მესამე ადგილებზე კი “დინამო თბილისის” პირველი და მეორე გუნდები გავიდნენ. GFF.GE

თბილისის მერია 2025 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს

თბილისის მერია 2025 წლის პირველ ნახევარში დედაქალაქში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად იქცევა ხოლმე ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილების საპროტესტო სივრცედ. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს უამბო დაგეგმილი სამუშაოების ეტაპების შესახებ: „პირველი რაც გაკეთდება, არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. შემდეგი ეტაპი იქნება […]

PACE-ს დამკვირვებლების მანქანას საარჩევნო უბანთან საბურავი გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს – ანგარიში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს. ეს წერია PACE-ს ანგარიშში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს განიხილავს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე. ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა. „დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა […]

“საქნახშირის” მფლობელ კომპანიას “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარის სესხი აქვს გაცემული

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ “ქართუ ფონდში” არ განმარტავენ თუ რა დანიშნულებით აიღო ფონდმა “საქნახშირის” მფლობელი კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” 147 მილიონი ლარის სესხი.