ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად და დაძლიონ პოლარიზაცია

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად და დაძლიონ პოლარიზაცია „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“- ამ სახელწოდების რეზოლუციის პროექტის ინიციატორი მემარცხენეების ჯგუფია. დოკუმენტი მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, იტალიელმა დეპუტატმა დანილო დელა ვალემ დაარეგისტრირა. რეზოლუციის პროექტი, მოუწოდებს ყველას პატივი სცენ […]
ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ – მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი სიაში ფორმალურად, წესისამებრ იყვნენ, თუმცა პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მალე მიმართავენ. „როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის დასამალი: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური […]
გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მასსადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ. როგორც ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა ოპოზიციონერებიც იმავეს გააკეთებენ. „პირადად მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, […]
პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია. „2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ განცხადება. ახლა არის ის დრო, როდესაც განცხადებების დაწერას შესაძლოა შესაბამისი შედეგი მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შესაძლოა კაი ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით, იმიტომ, რომ […]
Ryanair-მა შესაძლოა საფრანგეთის ათი აეროპორტიდან ფრენები შეაჩეროს

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საფრანგეთის ათი რეგიონული აეროპორტიდან შესაძლოა ფრენები შეწყვიტოს, თუ კი ქვეყნის მთავრობა გადასახადებს გაზრდის. საფრანგეთის მთავრობა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტის წინაშე დგას და შემოსავლების გასაზრდელად გარკვეულ ზომებს განიხილავს, მათ შორის ავიაბილეთებზე გადასახადის გასამმაგებას. Ryanair ამჟამად საფრანგეთში თავისი ბიზნეს მოდელის გადახედვას ახდენს და როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თუ კი გადასახადების ზრდა მოხდება, მაშინ Ryanair 2025 […]
,,ევროპელი ტურისტების ჩინელი და ინდოელი ტურისტებით ჩანაცვლება ანგრევს ტურიზმს“- ია თაბაგარი

„არ შეიძლება ტურიზმში მუდმივად ქაოსური სიტუაცია გვქონდეს“ – ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. ,,ევროპიდან და ჩრდ. ამერიკიდან ტურისტების შემოსვლა მაქსიმუმს აღწევდა, დიდი ხანია ეს ტენდენცია აღარ არსებობს. უამრავი ინფორმაცია ჩვენამდე არც აღწევს და რეალურად არ ვიცით, ვინ რატომ გააუქმა ჯავშანი და რატომ აღარ ჩამოვიდა საქართველოში. თუ გადავხედავთ […]
მამუკა მდინარაძე – მე რომ ოპოზიციონერი ვიყო და ვიღაცა მეუბნებოდეს, 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არ არიან?

მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არა არიან? – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, იმის მტკიცებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა „თავხედობის ხარისხი სჭირდება“. „მაინტერესებს. რომელი ან ჟურნალისტი, ან ვინმე შემოვა პოლემიკაში, […]
სალომე ზურაბიშვილი – „შავი ორშაბათი“ საქართველოში – „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, – წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, […]
მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის კანდიდატურა შერჩეული გვყავს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გამორიცხულია

დიახ შერჩეული გვყავს – სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყოს. მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდი 99 […]