ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცედურას განმარტავს

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცედურას განმარტავს. ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის […]

2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება – ირაკლი ჩიქოვანი

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე – „საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო […]

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც საჭიროებს – ჯოზეფ ბორელი

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც საჭიროებს – ჯოზეფ ბორელი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირი დონალდ ტრამპის ქმედებებზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა იტალიის ქალაქ ფიუჯიში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყვებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც ის საჭიროებს. ჩვენ, როგორც […]

ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში შედის ზომები ჩინეთის კომპანიებისა და კსდრ-ის სამხედროების წინააღმდეგ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-15 პაკეტის პროექტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხვდნენ ჩინეთის კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, ჩრდილოკორეელი სამხედროები და ასევე მსხვილი რუსული დეველოპერული კომპანია „პიკი“. რადიო თავისუფლება გაეცნო ამ დოკუმენტს. სანქციების წინასწარ სიაში შევიდნენ მორდოვეთის ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი, მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სამხედროები […]

მინისტრი ბრძანდებით, ჯერ დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები – ძიძიგური გომელაურს

ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ნათია ძიძიგურის თქმით, ვახტანგ გომელაური ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოს და დასკვნები ამის შემდეგ გააკეთოს. ძიძიგურის თქმით, დაკავების დროს მან პოლიციელებს თავად მოუწოდა, ჩაერთოთ სამხრე კამერები, რათა დაფიქსირებულიყო მისი შევიწროების ფაქტი. ქალი ამბობს, რომ ყველა დეტალის მოუყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს. “მივმართავ გომელაურს. როცა […]

გიორგი ვაშაძე – მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას მხრიდან, თურმე პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას – ათას ტყუილს იძახის, თან ჩვენკენ იშვერს ხელს, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიების არჩახსნასთან დაკავშირებით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ აბსურდული არგუმენტაცია აქვს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია ხელისუფლების არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა – სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. „სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა […]

თეა ახვლედიანს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით , – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ახვლედიანის თქმით, სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივები იყო. „დღეს სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში გაერთიანებული კომიტეტების […]

ბოსნია და ჰერცეგოვინა 0:1 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ბ ლიგის პირველი რაუნდის სადებიუტო შეხვედრაში, ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე კესო მეტონიძემ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 დეკემბერს, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ლიეტუვას დაუპირისპირდება. პირველი რაუნდის შემდეგ, ა ლიგაში ბ […]

,,ბინებზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი ხანია შემცირებულია”- ნინო გედევანიშვილი

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში ამბობენ, რომ რუსი მიგრანტების მხრიდან საცხოვრებელი ბინების ქირაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. თუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქირაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ეს ვითარება დღეს გარკვეულწილად შეცვლილია, რადგან ჩამოსული რუსების დიდმა ნაწილმა რელოკაციით საქართველო უკვე დატოვა. ,,ბინებზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი ხანია შემცირებულია, ბევრმა […]

როგორია პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი?

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცა. პარლამენტს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს წარუდგინა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 85-მა წევრმა. არჩევნების 14 დეკემბერს ჩატარებას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. ამასთან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ […]