აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ მოზამბიკში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება დაგმეს

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ მოზამბიკში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება დაგმეს. „მოზამბიკის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მოზამბიკის ხალხის დაცვაში უსაფრთხოების ძალების როლს მხარი დაუჭიროს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მოზამბიკში საპროტესტო აქციები ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ქვეყნის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ფრელიმოს“ კანდიდატის, დანიელ ჩაპოს გამარჯვებას აპროტესტებს […]
იტალიაში გიორგი კოხოძეს ეძებენ – მასთან კონტაქტი ბოლოს 21 ნოემბერს ჰქონდათ

ოჯახი და ახლობლები იტალიაში საქართველოს მოქალაქე გიორგი კოხოძეს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცთან კომუნიკაცია 21 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონიათ. არსებული ინფორმაციით, ის კონტაქტზე ბოლოს ქალაქ რომის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოვიდა და რომიდან ქალაქ ბარში წასვლას გეგმავდა. გიორგი კოხოძის მოძებნის მიზნით დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვებ და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრუანტებს მოუწოდებენ რომ რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ კატერინა ლომაძეს.
გრენობლში 2024-2025 სპორტული სეზონის გრან-პრის სერიის ფინალი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში

5-8 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში 2024-2025 სპორტული სეზონის გრან-პრის სერიის ფინალი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში. 1995 წლიდან, საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება გრან-პრის სერიის ეტაპები, რომლის ლოგიკური დასასრულიც წლის ფინალური ასპარეზობაა, რომელშიც ეტაპების რეიტინგით დადგენილი საუკეთესო ექვსეული მონაწილეობს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, უფროსების კატეგორიაში, სპორტული წყვილებში, ფინალში, მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში მონაწილეობის უფლება, სარეიტინგო 24 […]
გიორგი სიორიძე – ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ – სანამ ამას არ გავაკეთებთ, ყველგან ვიბრძოლებთ

ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და მისი სრული დემონტაჟი მოვახდინოთ, – ასე უპასუხა ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ კითხვას, თუ რატომ წარადგინეს ცესკოს წევრად მისი კანდიდატურა კვლავ, თუ საარჩევნო ადმინისტრაციას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სიორიძის განმარტებით, ამ მიზნის მისაღწევად ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. „ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურად არის არჩეული. ამას ვამბობთ 2 წელია. არავის უნდა […]
კიტ კელოგი – პატივი მერგო დავინიშნო პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში – მოუთმენლად ველი მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად

გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი, რომელიც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა, აცხადებს, რომ მზად არის დაუღალავად იმუშაოს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პატივი მერგო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად […]
კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს – რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს – გთხოვთ, განაგრძოთ მამაცური ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების და მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც პოლიტიკური პატიმარია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში აღნიშნულია არჩევნების შედეგების არაღიარება და მოწოდება […]
“პატრიოტი და ღირსეული კაცია!” – გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

27 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის “ალანიაში” მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა. მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. “მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის “ალანიაში” ჩემთან ერთად იყო […]
მთავრობამ „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“ დაამტკიცა

მთავრობამ „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, ახალი წესი ადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტების უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, სარკინიგზო უსაფრთხოების ნორმების შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, უსაფრთხოების საერთო მეთოდებს, უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის წესებს. კერძოდ, მუხლი 5. ინფრასტრუქტურის […]
ზოგადი განათლების ყოველი საფეხურის ბოლოს მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

2025 წლიდან მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე წულაძის განცხადებით, ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ბოლოს მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც მხოლოდ განმავითარებელი მიზნები ექნება და შედეგები მოსწავლის აკადემიურ შეფასებაზე არ იმოქმედებს. „2025 წლიდან ვგეგმავთ, დავნერგოთ სიახლე – ეროვნული შეფასებების დაწყება. მომდევნო წლებში, ჯერ მე-6 კლასის, ანუ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, ხოლო […]