ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის წევრი რომ გახდე, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას

რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის გადასადგმელ მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს. მისივე თქმით, ევროკავშირსაც აქვს საქართველოსთვის დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ქვეყნისა […]
მაკა ბოჭორიშვილი – ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი

ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და არა ძირის გამოთხრისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, როცა პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეა საუბარი, ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს […]
ლევან დავითაშვილი – ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ევროკავშირის წევრობისთვის – ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა

პაპუაშვილმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, რომლებიც შეიძლება ჩვენი ეკონომიკისთვის გამოწვევა იყოს – ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა, ამას ადაპტაცია სჭირდებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, „ქართულ ოცნებას“ იმისთვის ხომ არ სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ კონსტიტუციიდან ქვეყნის […]
პირები, რომლებმაც 10 ნოემბერს, მარჯვენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 500-500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ 9 პირი, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, 10 ნოემბერს, მარჯვენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანი 500-500 ლარით დააჯარიმა. დაკავებულების ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, გადაწყვეტილება უსამართლოა და მას გაასაჩივრებენ. „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, დღეს კი მივიღეთ, რომ ამ უფლებით სარგებლობას […]
სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის ინფორმაციით, ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 […]
პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ. „პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია. პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა […]
„განათლების სისტემაში წლების განმავლობაში ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს“ – ირაკლი კობახიძე

განათლების სისტემაში წლების მანძილზე ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტებული პატრიოტის აღზრდაზე, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლეების აღზრდაზე […]
სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს. კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების […]
საქართველოში პურის მოხმარება შემცირდა

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ქვეყანაში პურისა და პურპროდუქტების მოხმარებამ იკლო. მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ მიზეზი ბაზარზე სხვა პროდუქტების სიჭარბე გახდა. მათ შორის ისეთი პროდუქტებს, რომლებიც პურის ჩამნაცვლებლებია. ,,პურის მოხმარება სოციალური ბარომეტრივით არის. როდესაც სხვა პროდუქტების სიჭარბეა, პურპროდუქტები ნაკლებად იყიდება. გაყიდვებს პერიოდებიც აქვს. პური ზამთარში მეტი იყიდება. როცა შემოდის ბაღჩეული, მაშინ უკვე ნაკლები […]
სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.