ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. „[ევროპარლამენტი] მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია სასამართლოში დაიბარეს. როგორც მალაშხია სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოში, 17 ნოემბერს, ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთაზე გზის გადაკეტვის საქმეზე დაიბარეს. „ველოდი, ცოტა დააგვიანეს. სასამართლოში დამიბარეს, ის, რაც მოვინიშნე: 174 პრიმა მუხლი მე-4 ნაწილი. სხდომა – 29 ნოემბერს, 15:00 საათზე. 17 ნოემბრის ფაქტი, ბლოკირება – ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის […]

ნიკა გვარამია – ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია – ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ, ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს. აღნიშნულის შესახებ გვარამია „ფეისბუქზე“ წერს და დოკუმენტიდან მთავარ პუნქტებს ასახელებს. „ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით. მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით; არჩევნების გამოძიება; სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს […]

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ58-კმ62 მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პრემიერი – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ირაკლი ზარქუას ინიციატივას, რომ საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა უნდა დაიწყოს. კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. „მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა […]

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ58-კმ62 მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის […]

ევროპაში არავინ არ ელოდა, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის – ,,ბორჯომის” მფლობელი სანქცირებული რუსი აღმოჩნდებოდა – გვანცა მელაძე

საქართველოდან EU-ში ექსპორტი მცირდება, ხოლო რუსეთსა და დსთ-ს სხვა წევრ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 390.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფო შედის. ამჟამად საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულს კი ყირგიზეთი, ყაზახეთი და […]

„ფსევდოლიბერალების ფესვები უნდა ჩაიჭრას; თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო“ – პრემიერი

განათლების სისტემაში წლების მანძილზე ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტებული პატრიოტის აღზრდაზე, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლეების აღზრდაზე […]

“ჩალის ფასი აქვს, ფარატინა ფურცელია” – კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის საერთოდ საინტერესო. ამას აქვს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ისევე, როგორც ჰქონდა ჩალის ფასი წინა 4 რეზოლუციას. ეს არის უფრო ფარატინა ქაღალდი, შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუემნტის შეფასებით, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო. „ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა დარღვევების სიმრავლის გამო ხმის მიცემის ლეგიტიმურობა სერიოზულადაა შელახული, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ […]