“ასევე არის მოწოდება ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი” – ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა: “ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არ აღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი […]
“დავიცავთ წითელ ხაზებს და ამასთან ერთად შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას” – კობახიძე რუსეთთან ურთიერთობაზე

„არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება და ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა, როცა საქმე ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის დარჩება, რა თქმა უნდა, […]
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფინანსურ სექტორში უმაღლეს საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგი (IDRs) “BB+” დონეზე სტაბილური პერსპექტივით, ხოლო მდგრადობის რეიტინგი (VR) კი „b+” დონეზე დაადასტურა.
პრეზიდენტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა

„ჩვენ გვჭირდება ერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ჩვენმა მოქალაქეებმა. როგორც ხედავთ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით და უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტს ახლა ისტორიული მისია აქვს. […]
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ უამინდობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8907 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8856 ლარს შეადგენდა. […]
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა დაიწყო

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის სახელით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, კობახიძე განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. უმრავლესობის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8907 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8856 ლარს შეადგენდა. […]
CSF-ის ევროინტეგრაციის ფონდის მენეჯერი პაპუაშვილს: ევროინგეტრაციისადმი ნიჰილიზმს აჩენთ

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (Civil Society Foundation) ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვახო ჩხიკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ჩხიკვაძის თქმით, ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “პაპუაშვილს მინდა გამოვეხმაურო: 1. ევროკავშირი იქით შეგვეხვეწოს წევრობასო, რომ აცხადებს: ევროგაერთიანების/ევროკავშირის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს წევრობას შეხვეწოდნენ. ვერ გაიხსენებს ასეთს ვერც […]
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა

46 წლის ინგლისელი სპეციალისტი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ქოვენთრის” მწვრთნელად დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან ამ პოსტზე მარკ რობინსი შეცვალა, რომელიც გუნდს 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ლამპარდის ბოლო სამუშაო ადგილი “ჩელსი” გახლდათ, სადაც დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. რაც შეეხება “ქოვენთრის”, კლუბი 17 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიპში 17 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.